არქივი → ფილმები → ჩვენი წელთაღრიცხვით 2015
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2015

 

Chveni tseltaghricxvit 2015

10 წთ, ფერადი

რეჟისორი: ხათუნა ხუნდაძე სცენარი: ხათუნა ხუნდაძე ოპერატორი: ლაურა კანსი მონტაჟი: სალომე საღარაძე, თათა მეტივიშვილი მონაწილეობენ: რობერტი, გავაზი, ნანი

კინოსტუდია „ქართული ფილმი", 800-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი და სატელევიზიო, 600 დოკუმენტური და 300 ანიმაციური ფილმის მწარმოებელი, მსოფლიოს ერთ ერთი უძველესი კინოსტუდიაა, რომლის ფუნქციადაკარგული ლაბორატორია დღეს სულების ქალაქს გვაგონებს, სადაც 80 წელს მიღწეული სომეხი - რობერტი, ქურთი - გავაზი და ქართველი - ნანი უკვე ათეული წლებია ერთად და მეგობრულად მუშაობენ და უკეთეს დროს ელიან.

 

ხათუნა ხუნდაძე

ქართველი რეჟისორი, დაიბადა თბილისში, სამედიცინო განათლების მერე (ექიმი პედიატრი), განათლება კულტურის განხრით გერმანიაში, შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო, რომელიც ხელოვნების მაგისტრის ხარისხით დაასრულა, როგორც მოქანდაკემ და თავისუფალმა ხელოვანმა. ხათუნა ხუნდაძემ სწავლა განაგრძო .რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, კინორეჟისურის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. დღეს ხათუნა ხუნდაძე, კინოსტუდია  „ქართული ფილმის“, ქართული კინოს განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილეა და მუშაობს როგორც კინოს, ასევე თეატრის განხრით, როგორც სცენოგრაფი და წერს სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარს.

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2005 Eteri

2011 Strained Strings

2014 48 Hours from Tamar’s Life

2014 Sandro Tediashvili – 100 years old Georgian Clown

2016 A serious Man

2016 Meeting at the Refrigerator

2016 A.D.2015