არქივი → ფილმები → მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: გერმანია /საქართველო
წელი: 2015

 

Me ar gadavkvete sazghvari, sazghvarma gadamkveta me

72 წთ, ფერადი

რეჟისორი: თომა ჩაგელიშვილი ოპერატორი: კახაბერ მშვიდობაძე მონტაჟი: ანა ლამაზაშვილი, ნოე ცანავა მონაწილეობენ: მალხაზ ვანიშვილი, დავით ვანიშვილი, ვალია ვანიშვილი, გოჩა მაკიშვილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლები იგებენ, რომ ახლად ჩამოყალიბებული (არაღიარებული) სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ცხოვრობენ. ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა, სანამ რუსეთმა საზღვარზე მავთულხლართების გავლება არ გადაწყვიტა. მოულოდნელად, მეზობლები და ოჯახის წევრები მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ეს დოკუმენტური ფილმი თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ეგუებიან ადგილობრივები ახალ მდგომარეობას. ისინი ცდილობენ თავი აარიდონ რუს მესაზღვრეებს და ღობეზე ძვრებიან, რათა ერთმანეთს დაეხმარონ მოსავლის აღებაში ან გაცვალონ სხვადასხვა საქონელი. სახლში სადილობის მაგივრად, ისინი საზღვარზე პიკნიკებს აწყობენ. მათ სურთ ადრინდელივით იცხოვრონ, მაგრამ საეჭვოა, ეს თუ ისევ შესაძლებელია.

Production:
T-studio
Cloos&co Medien
World sales:
Diana Karklin Rise and Shine World Sales

 

თომა ჩაგელიშვილი

დაიბადა 1972 წელს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2000 წლიდან მუშაობს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში. ჩაგელიშვილი მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის შესახებ გადაღებული 30-ზე მეტი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2010 წელს, ფონდ Internews-თან თანამშრომლობით, გადაიღო დოკუმენტური სერიები „ევროპის მეზობლები“. 2010 წელს დააარსა დოკუმენტური ფილმების საპროდიუსერო კომპანია „T-Studio“.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

 

2016 I Didn't Cross the Border: The Border Crossed Me