არქივი → ფილმები → მე გადავცურე ენგური
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2016

 

Me gadavtsure enguri

62 წთ, ფერადი

რეჟისორი: ანუნა ბუკია პროდიუსერი: თინათინ ყაჯრიშვილი  კო-პროდიუსერი:ლაშა ხალვაში ოპერატორი: ირაკლი მეტრეველი ნიკო ტარიელაშვილი თამარ კაკუბავა ანუნა ბუკია მონტაჟი: ნიკოლოზ ტარიელაშვილი

ახალგაზრდა ქალი იღებს გადაწყვეტილებას, იპოვოს სახლი, რომელიც ომმა 4 წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. ბარიერი ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია. სახლის ძიებისას, ის იკვლევს მასსავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ; ყოფას, რომელიც ომს უფრო ჰგავს, ვიდრე მშვიდობას. პოულობს ე.წ გადამყვანებს, რომლებიც ეხმარებიან მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრაში. ეს არის ამბავი, როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება. 

საპროდიუსერო კომპანია: ჯემინი

                                               არტიზმი

 

ანუნა ბუკია

დაიბადა სოხუმში, აფხაზეთში, 1988 წელს. ომის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჯერ ზუგდიდში და შემდეგ თბილისში. დაასრულა მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი, სოციალური მეცნიერების განხრით. მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო კომუნიკაციის, ჟურნალისტიკის მიმართულებით რუსეთის ხალხთაშორის მეგობრობის სახ.უნივერსიტეტში. როგორც ჟურნალისტი, ანუნა აქტიურად მუშაობდა როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე. ვიდეო ექსპერიმენტების, ტელე-რადიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში რამდენიმეწლიანი მუშაობისშემდეგ, მან გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ახლა იცი რა ხდება?! ამჟამად მუშაობს  კომპანიაში Gemini“, როგორც რეჟისორი და პროდიუსერი.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 What's happening now (documentary)

2016 I Swam Enguri