არქივი → ფილმები → Life is Be
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2016

 

Life is Be

85 წთ, ფერადი

რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი სცენარი: ამირან დოლიძე ოპერატორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

ფილმში 5 მთავარი გმირია და ყველას თავისი ისტორია აქვს. ისინი თელავში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ერთი მათგანი გერმანელია და სათნოების სახლში პიანინოზე უკრავს. ის ყოფილი მეხანძრეა. გადარჩენილი აქვს წინანდლის სახლ-მუზეუმი. მეორეც გერმანელია, რომელსაც 20 წელია, რაც შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება. მან გამოიგონა ღუმელი, რომელიც გამოიმუშავებს დენს. მესამე პერსონაჟი 80 წლის ყოფილი კავშირგაბმულობის დირექტორია. მისი სახლი ისტორიული ძეგლია, მას იცავს სახელმწიფო. მაგრამ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. მეოთხე პერსონაჟი - ყოფილი ინჟინერია, წარსულში თელავის უნივერსიტეტის ლექტორი. ის ზის სახლში და უსმენს როკ მუსიკას და უჩივის ცხოვრებას. მეხუთე პერსონაჟი - წარმატებული ფერმერია, ბიზნესმენი. მას ჭირდება დამხმარე ძალა. მაგრამ ვერავის პოულობს. არავის არ უნდა მუშაობა. თავის ფერმაში მინი სალოცავი აქვს სადაც ლოცულობს უკეთესი მომავლისთვის.

Production:
Studio Akrobat

 

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

ქართველი კინორეჟისორი. 1991-დან 1996 წლამდე სწავლობდა საქართველოს კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში. 1996-დან 2003 წლამდე სწავლობდა მიუნჰენის ტელევიზიისა და კინოს უნივერსიტეტში.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

1996 The morning romance

1998 Apples for men

2002 Place of fairy tales

2006 Forgotten portrait in interior

2012 School of life

2014 My Cinema 1

2016 Imagine

 

2016 Life is Be