არქივი → ფილმები → მოუსმინე სიჩუმეს
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2016

 

mousmine sichumes

80 წთ, ფერადი

რეჟისორი: მარიამ ჭაჭია სცენარი: მარიამ ჭაჭია ოპერატორი: ჰიუ ლანდრი, ტობო მოტე, ნიკ ვოიგთი მონტაჟი: სელინ კელეპეკის მუსიკა: ნიკა მაჩაიძე

გქონდეს ოცნება, ძალიან ბუნებრივი და ადვილია თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ მიჰყვე ამ ოცნებას მაშინ, როცა არავის სჯერა მისი ახდენის, მხოლოდ ერთეულების ხვედრია. 9 წლის ლუკა ოცნებობს იცეკვოს სცენაზე, რადგან მისთვის ეს ერთადერთი გზაა, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში თავი დაიმკვიდროს. ერთადერთი სამყარო, რომელსაც ის იცნობს, სადაც სწავლობს და ცხოვრობს, არის სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მუსიკის რიტმის აღქმა და გაგება ძალიან რთულია, ის არასდროს ნებდება. ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს" გვიყვება ლუკას ცხოვრებაზე სმენადაქვეითებული საზოგადოების იდუმალ სამყაროში. ეს არის ამბავი პატარა ბიჭსა და მის ოცნებაზე.

Production:
OpyoDoc

 

მარიამ ჭაჭია

2003 წელს წარმატებით დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი, დრამის ფაკულტეტი, სადაც თეატრის რეჟისურას და სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა. თეატრში რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მარიამი კინოინდუსტრიაში გადავიდა, სადაც რეკლამების, პრომო-ვიდეოების და მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების გადაღება დაიწყო. 2012 წელს დოკუმენტური კინოთი დაინტერესდა. მისი პირველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ფრანგულ საპროდიუსერო კომპანიაArdeche Image Production-თან თანამშრომლობით გადაიღო, იყო „კიროვის ქუჩა #8“. 2014 წელს მან დააარსა ორგანიზაცია OpyoDoc, რომელიც სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებითაა დაკავებული. ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს“ OpyoDoc-ის პირველი პროდუქციაა. „აბასთუმანი“ მარიამის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის თანაპროდიუსერი და თანარეჟისორი კინოდოკუმენტალისტი ნიკ ვოიგთია.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2013 8 Kirov street 8 (Documentary)

 

2015 Listen to the Silence (Documentary)