არქივი → ფილმები → 76 წუთი და 15 წამი აბას კიაროსტამისთან ერთად
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: სპეციალური ჩვენება
ქვეყანა: ირანი 
წელი: 2016

 

76 Minutes and 15 Seconds with Abbas Kiarostami

ფერადი/ 76 წუთი

რეჟისორი: სეიფოლა სამადიანი სცენარი: სეიფოლა სამადიანი მონტაჟი:სეიფოლა სამადიანი მონაწილეობენ: აბას კიაროსტამი, ჟულიეტ ბინოში, მასუდ კიმიაი, ჯაფარ პანაჰი, ალი-რეზა რაისიანი, თაჰერე ლადანიანი, ჰამიდე რაზავი

ეს არის იმ ხელოვანის პორტრეტი, რომლის განსხვავებულმა მიდგომამ ხელოვნებისა და სიცოცხლის მიმართ, ის თვით სიცოცხლის ერთ-ერთ ყველაზე გულმხურვალე თაყვანისმცემლად აქცია. ამ დოკუმენტური ფილმის მთავარი მიზანია აბას კიაროსტამის ცხოვრების და შემოქმედების უცნობი მონაკვეთების 76 წუთი და 15 წამი მაყურებელს გაუზიაროს, რეჟისორის 76 წლიანი და 15 დღიანი შემოქმედებითი მოგზაურობის მოსაგონებლად. ამ დოკუმენტური ფილმის კადრები შერჩეულია ასობით საათიანი გადაღებული მასალიდან, რომელიც 25 წლიან მეგობრობის ქრონიკას მოიცავს და გადაღებულია ირანსა და მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა შემთხვევაში - კინოფესტივალებზე, ფოტოგამოფენებზე, ფოტოსესიებზე, შემოქმედებით ღონისძიებებზე, ვორქშოპებზე და ყოველდღიური ცხოვრების რამდენიმე განუმეორებელ წუთს მოიცავს.

წარმოება: Tassvir Film Center

 

 

სეიფოლა სამადიანი

დაიბადა თეირანში, 1954 წელს. ის წარმატებული ირანელი ხელოვანი, ფოტოგრაფი და ოპერატორია. საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული კინოს მხატვარი, რომელიც მარტინ სკორსეზესთან და აბას კიაროსტამთან თანამშრომლობდა, ირანული ფოტოგრაფიის ახალი ტალღის წარმომადგენელია, რომელიც ირანულ ხელოვნებაში 1998 წლის შემდეგ, ირან-ერაყის ომის შემდეგ გამოჩნდა. მოგვიანებით ის ფოტოჟურნალისტიკის პროფესორი გახდა თეირანის უნივერსიტეტში და დღესდღეობით ის რირანული ჟურნალის „Tassvir (ფოტოხელოვნება) გამომცემელი და მთავარი რედაქტორია.

ფილმოგრაფია:

2016 ,76 Minutes and 15 Seconds with Abbas Kiarostami

1999, Tehran, the 25th Hour (Documentary short)