არქივი → ფილმები → ამერიკული ღამე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: სპეციალური ჩვენება
ქვეყანა: საფრანგეთი /იტალია
წელი: 1973

 

La Nuit américaine 

შ/თ, ფერადი, 115 წუთი

რეჟისორი: ფრანსუა ტრიუფო სცენარი: ფრანსუა ტრიუფო, სიუზან შიფმანი, ჟან-ლუი რიშარი ოპერატორი:პიერ-უილიამ გლენი მონტაჟი: მარტინ ბარაკ-კიური, იან დედე მუსიკა: ჟორჟ დელერუ მონაწილეობენ: ჟაკლინ ბისე, ვალენტინა კორტეზე, დანი, ალექსანდრა სტიუარტი, ჟან-პიერ ომო, ჟან შამპიონი, ჟან-პიერ ლეუ, ფრანსუა ტრიუფო

ფილმი მოგვითხრობს საოჯახო დრამის გადაღების პროცესზე, სახელწოდებით „გაიცანით პამელა“, სადაც ტრაგიკული ისტორია მოყვება ეპიზოდს, როდესაც ახალგაზრდა ფრანგი კაცი მშობლებს თავის ახალ ბრიტანელ ცოლს გააცნობს. ამ ნამუშევრით ტრიუფო თავდაჭერილად დაცინის საკუთარ ფილმებს „გაიცანით პამელა“-ს გადატვირთული სიუჟეტით. მაგრამ მთავარი ქაოსი კადრს მიღმაა. ერთ-ერთი მთავარი მსახიობი ქალი, ოჯახური პრობლემების გამო, სულ მთვრალია; მეორე მსახიობს ემოციური გაუწონასწორებლობისკენ აქვს მიდრეკილება. მამაკაცის მთავრი როლის შემსრულებელი კი არეულად იქცევა, როდესაც არასტაბილურ რეჟისორის ასისტენტ გოგოსთან ხანმოკლე რომანი დასასრულს უახლოვდება. ამ ყველაფერს, ფილმში ტექნიკური პრობლემებიც ერთვის, მოძრავი კადრებით დაწყებული, ჯიუტი მსახიობი ცხოველებით დამთავრებული.

წარმოება: Les Films du Carrosse/PECF/Produzione Internazionale Cinematografica

ფრანსუა ტრიუფო

ფრანსუა ტრიუფო დაიბადა 1932 წლის 6 თებერვალს. გარდაიცვალა 1984 წლის 21 ოქტომბერს. ის იყოს ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მსახიობი და კინოკრიტიკოსი, ასევე ფრანგული ახალი ტალღის ფუძემდებელი. თავისი კინოკარიერით, რომელიც მეოთხედი საუკუნე გრძელდებოდა და 25-ზე მეტ ფილმს მოიცავს, ის ფრანგული კინოინდუსტრიის კერპად რჩება. ტრიუფოს ფილმი „400 დარტყმა“ ფრანგული ახალი ტალღის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. მას გადაღებული აქვს ისეთი კლასიკადქცეული ფილმები, როგორიცაა „ესროლეთ პიანისტს“ (1960), „ჟიული და ჯიმი“ (1961), „ველური ბავშვი“ (1970), „ორი ინგლისელი გოგონა“ (1971), „ამერიკული ღამე“ (1973) და „მეზობელი ქალი“ (1981).

 

 

 

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1983 Confidentially Yours

1981 The Woman Next Door

1980 The Last Metro

1979 Love on the Run

1978 The Green Room

1977 The Man Who Loved Women

1976 Small Change

1975 The Story of Adele H

1973 Day for Night

1972 A Gorgeous Girl Like Me

1971 Two English Girls

1970 Bed & Board

1970 The Wild Child

1969 Mississippi Mermaid

1968 Stolen Kisses

1968 The Bride Wore Black

1966 Fahrenheit 451

1964 The Soft Skin

1962 Antoine and Colette (Short)

1962 Love at Twenty (segment "Antoine et Colette")

1962 Jules and Jim

1962 Los 4 Golpes (Short)

1961 A Story of Water (Short) (co-director)

1960 The Army Game (co-director)

1960 Shoot the Piano Player

1959 The 400 Blows

1957 Les Mistons (Short)

1955 Une visite (Short)