არქივი → ფილმები → მოკლე ფილმი მეგობრებზე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2016

 

mokle filmi megobrebze

13 წთ, ფერადი

რეჟისორი ლევან შუბაშვილი სცენარი ლევან შუბაშვილი პროდიუსერი ლევან შუბაშვილი, თაკო ელიზარაშვილი ოპერატორი ელია ფარსადანიშვილი მონტაჟი ლევან შუბაშვილი მონაწილეობენ ნატალია ყულოშვილი, გიორგი იარაჯული, შაკო მირიანაშვილი, ბექა მაღალაშვილი, ალექსანდრე ქურასბედიანი

კახა დიდი ხნის შემდეგ გერმანიიდან ბრუნდება თბილისში. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მეგობრებმა, რომლებმაც უნივერსიტეტი ერთად დაამთავრეს, შეხვედრა გადაწყვიტეს. ყველას მოენატრა კახა. განსაკუთრებით ელოდა მის ჩამოსვლას ეკა. ეკას და კახას უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ეკა შემთხვევით იგებს, რომ კახას გერმანიაში ცოლი მოუყვანია, რაც მეგობრებისთვის არ უთქვამს. ეკა იმედგაცრუებულია. ახლა იმიტომ მიდის მეგობრებთან შესახვედრად, რომ კახა ენატრება. თუმცა, ყველაფერი იცვლება, როდესაც მოულოდნელად ეკა გადაწყვეტს გაამჟღავნოს მათი წარსულის საიდუმლო.

Production:
Orni Films
ShotaRustaveli Theatre and Film Georgia State University

 

ლევან შუბაშვილი

 

ლევან შუბაშვილი დაიბადა 1990 წელს ქალაქ თბილისში. 2011 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 2010-2012 წლებში გაიარა რეჟისორის ასისტენტისა და ოპერატორის კურსები. 2016 წლის იანვარში დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა მხატვრული კინოს რეჟისურის განხრით.

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 A Short Film About Friends

2015 The Enclosed Space

2014 2+1

2013 The Two

2013 The Steel

 

2012 Melodrama