არქივი → ფილმები → სერიოზული კაცი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2016

 

seriozuli kaci

16 წთ, ფერადი

რეჟისორი: ხათუნა ხუნდაძე სცენარი: ხათუნა ხუნდაძე ოპერატორი: დავით გუჯაბიძე მონტაჟი: სალომე საღარაძე მუსიკა: მანანა ხუნდაძე-ლემანი მონაწილეობენ: ზურა ინგოროყვა, ნანა ხურითი, მერაბ კოკოჩაშვილი, მარიკა მამალაძე, მერი რუხაძე-ხუნდაძე, მურმან ხუნდაძე პროდიუსერი: ხათუნა ხუნდაძე და SERI პოსტპროდუქცია: ლევან კუხაშვილი, ვახო კუნცევ-გაბაშვილი

16 წუთიან ფილმში აღწერილია 40 წლამდე თანამდებობის პირი მამაკაცის ცხოვრება, რომელიც ცხოვრობს მშობლებთან და ვერ ან არ ეხსნება მათ მეთვალყურეობას. ფილმი ისე ვითარდება, რომ გგონია, ეს განუწყვეტელი ზარები ცოლის ან საყვარლისაა, მხოლოდ ფილმის ბოლოს ვიგებთ, რომ ამ ზარების ავტორები ასაკოვანი მშობლები არიან.

 

ხათუნა ხუნდაძე

ქართველი რეჟისორი, დაიბადა თბილისში, სამედიცინო განათლების მერე (ექიმი პედიატრი), განათლება კულტურის განხრით გერმანიაში, შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო, რომელიც ხელოვნების მაგისტრის ხარისხით დაასრულა, როგორც მოქანდაკემ და თავისუფალმა ხელოვანმა. ხათუნა ხუნდაძემ სწავლა განაგრძო .რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, კინორეჟისურის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. დღეს ხათუნა ხუნდაძე, კინოსტუდია  „ქართული ფილმის“, ქართული კინოს განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილეა და მუშაობს როგორც კინოს, ასევე თეატრის განხრით, როგორც სცენოგრაფი და წერს სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარს.

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 Meeting at the Refrigerator

2016 A.D.2015

2016 A serious Man

2014 Sandro Tediashvili – 100 years old Georgian Clown

2014 48 Hours from Tamar’s Life

2011 Strained Strings

 

2005 Eteri