არქივი → ფილმები → დაისის მიზიდულობა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო /გერმანია
წელი: 2016

 

Daisis Miziduloba

74 წთ, ფერადი

რეჟისორი: სალომე ჯაში ოპერატორი: სალომე ჯაში მონტაჟი: დერეკ ჰოუარდი

რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით, ფილმი ერთი პატარა ქალაქის ფსევდო-ეთნოგრაფიულ პორტრეტს ქმნის, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს, და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება. როგორ შეიძლება აქ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინო? პერსონაჟების, ადგილებისა და მოვლენების მრავალფეროვანი სპექტრი ამ ქალაქის მოზაიკას ქმნის. ტელევიზიის ერთადერთი ჟურნალისტი დარიკო დანტეს „ღვთაებრივი კომედიის" ვერგილიუსივითაა, რომელიც მაყურებელს ქალაქის მკვიდრთა ყოფის ლაბირინთში მიუძღვება.

Production:
SAKDOC FILM
INSELFILM PRODUKTION
World sales:
SYNDICADO

 

სალომე ჯაში

სალომე ჯაში დაიბადა 1981 წელს. არის დოკუმენტური კინოს რეჟისორი და პროდიუსერი. ჟურნალისტური განათლების მიღებისა და ტელევიზიაში მუშაობის შემდეგ, სწავლობდა დოკუმენტური ფილმების რეჟისურას მედიახელოვნების ფაკულტუტზე ლონდონის უნივერსიტეტში Royal Holloway. 2012-14 წლებში მუშაობდა ტრენერად პროექტისთვის CAUCADOC, რომლის მიზანი იყო კინოდოკუმენტალისტიკის განვითარება რეგიონში. მისმა ფილმმა „ბახმარო“, რომელიც MDR/Arte-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, DOK Leipzig-ზე მიიღო ახალგაზრდა ნიჭიერი დოკუმენტური ფილმის საპატიო აღნიშვნა, Jihlava IFF-ზე საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დოკუმენტური ფილმის ჯილდო, წარდგენილი იყო აზია-წყნარი ოკეანის კინემატოგრაფიულ პრემიასა და ვერცხლის თვალზე (2011). ცხოვრობს ბერლინსა და თბილისში.

 

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2006 Their Helicopter 22'

2008 A Mr. Minister

2009 Speechless 12'

2010 The Leader is Always Right 43'

2011 Bakhmaro 60'

2012 Tsurva (A Swim) 10'

2016 The Dazzling Light of Sunset 74'