არქივი → ფილმები → ნივთები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2016

 

nivtebi

63 წთ, ფერადი

რეჟისორი ნინო გოგუა პროდიუსერი ნათია გულიაშვილი ოპერატორი ნინო გოგუა, სანდრო ხუციშვილი მონტაჟი ლევან ბუთხუზი, ნინო გოგუა

დოკუმენტური ფილმი „ნივთები" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ხურვალეთის დევნილი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებაზე მოგვითხრობს იმ ნივთების მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთარი სახლებიდან ომის დროს წამოიღეს. ფილმი არის მცდელობა ომით დაზარალებული ადამიანების მიმართ რაელური ემპათიის გაჩენისა - „დევნილების ჯგუფის" ადამიანებად, ინდივიდებად ქცევისა, რომლებსაც, მიუხედავად საერთო პრობლემებისა, აქვთ ინდივიდუალური წარსული გამოცდილება, ინდივიდუალური ყოფა, ინდივიდუალური მიზნები; ისევე, როგორც ის ნივთები, რომლებიც მათ საკუთარი სოფლებიდან წამოიღეს, ისინიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

Production:
CineMark

 

ნინო გოგუა

 

დაიბადა 1988 წელს. განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მიმართლებით მიიღო. ამჟამად ერაზმუსის დოკუმენტური ფილმების სამაგისტრო კურს „Doc Nomads“-ზე სწავლობს.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 - The things

 

204- Madonna