არქივი → ფილმები → დღის ბოლომდე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2016

 

Dghis bolomde

15 წთ, ფერადი

რეჟისორი: ანა სარუხანოვა სცენარი: ანა სარუხანოვა ოპერატორი: დანილა გორუნკოვი მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე, ანა სარუხანოვა მონაწილეობენ: თინა ერაძე, საკო ტენზინ, ჯემალ ღაღანიძე, ტაისია ერაძე

ორი და მოხუცი ბაბუის მოსანახულებლად მიდის, მაგრამ ბაბუა სახლში არ ხვდებათ, კარი კი ღიაა. მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა, ბაბუა სახლს ვეღარ აგნებს. დებმა დროულად უნდა გადაწყვიტონ, რას იზამენ. მათი ოჯახის ტრადიცია ადამიანების ღვთის ანაბარა დატოვება უფროა, ვიდრე დახმარება. 24 საათის განმავლობაში ბაბუის ბინა მოგონებების, მშობლებთან ურთიერთობის და ფარული ფიქრების გახსენების ადგილად იქცევა, რომლებიც ადრე დავიწყებული იყო.

Production:
Millimeter film

 

ანა სარუხანოვა

დაიბადა თბილისში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და კინოს ისტორიისა და თეორიის კვლევის კურსი გენუას უნივერსიტეტში, იტალიაში გაიარა; აგრეთვე უმაღლესი კურსები სცენარისტებისთვის და რეჟისორებისთვის რუსეთში. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “AWAY” (2013) იყო საკონკურსო პროგრამაში, მოსკოვის საერთაშორისო კინო ფესტივალზე, ტალინის შავი ღამეების კინო ფესტივალზე, ასევე ფესტივალებზე: თბილისში, საბერძნეთში, კორეაში, დუბაიში, ბრაზილიასა და უნგრეთში. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ერთიორისამი” (2012) არჩეული იყო  Gesamt Film Festival-ისთვის, კოპენჰაგენში, ლარს ფონ ტრიერის ზედამხედველობით. მისი უახლესი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “TO GET IN” (2014) არჩეული იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში DocLisboa International Film Festival-ისთვის, ლისაბონში.

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2012 Summer

2012 Onetwothree

2013 Elephant Playground

2013 Away

2014 To Get in

 

2016 Till the End of the Day