არქივი → ფილმები → ნაშუაღამევს
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: სპეციალური ჩვენება
ქვეყანა: იტალია 
წელი: 2004

 

Dopo mezzanotte 

ფერადი/93 წუთი

რეჟისორი: დავიდე ფერარიო სცენარი:დავიდე ფერარიო ოპერატორი: დანტე კეკინი მონტაჟი კლაუდიო კორმიო მუსიკა: დანიელე სეპე მონაწილეობენ: ჯორჯო პაზოტი, ფრანჩესკა ინაუდი, ფაბიო ტროიანო, ფრანჩესკა პიკოცა

მარტინო ღამის ცვლაში მუშაობს ტურინის კინოს მუზეუმის დაცვაში. მისთვის ეს უბრალოდ სამსახური არ არის. შუაღამიდან ის საკუთარ თავს იქაურობის მეპატრონედ თვლის. ის მთელ დროს მუნჯი ფილმების ყურებაში ატარებს, სანამ მიტოვებულ ოფისში არ გადაიყვანენ, სადაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებს. ენჯელი წვრილმანი ქურდია ქალაქის გარეუბნიდან. მას უყვარს მანქანები და გოგონები. ეს მისი გელფრენდის, ამანდასთვის საკმარისი არ არის ბედნიერებისთვის. ამანდას ჩვეულებრივი ცხოვრება უნდა და ყოველნაირად ცდილობს, რომ თავისი საშინელი უბნიდან სხვაგან გადავიდეს. ერთხელ ამანდას უსიამოვნება შეემთხვევა და პოლიციისგან დამალვისას, ის თავს მუზეუმს შეაფარებს. მარტინო და ამანდა ძალიან განსხვავდებიან. მარტინოს მარტოობა უყვარს. ამანდა კი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მუზეუმის მსგავსი ზღაპრული ადგილი სადმე არსებობდა. ნელ-ნელა მათ შორის რაღაც ხდება. მაგრამ ანჰელმა თავისი გოგო უნდა იპოვოს. მათი ცხოვრება ისე იკვეთება, როგორც ერთ-ერთი მუნჯი კინოსი, რომელიც ასე ძალიან უყვარს მარტინოს.

წარმოება: Rossofuoco/ Fargo Film

 

დავიდე ფერარიო

დავიდე ფერარიო დაიბადა 1956 წლის 26 ივნისს. არის იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მწერალი. 1989 წელს ნეო-ნუარის ესთეტიკით გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,La Fine Dela Notte'. მისი 2004 წლის ნამუშევარი ''შუაღამის შემდეგ'', ბერლინის 54-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფორუმის სექციაში მოხვდა, სადაც ფერარიომ კალიგარისა და დონ კიხოტის კინოჯილდოები მოიპოვა. 

 

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2016 Sexxx (Documentary)

2014 La zuppa del demonio (Documentary)

2013 45th Parallel

2011 Piazza Garibaldi

2009 Tutta colpa di Giuda

2006 La strada di Levi (Documentary)

2004 Se devo essere sincera

2004 After Midnight

2002 Le strade di Genova (Documentary)

2000 La rabbia (Documentary)

1999 Guardami

1998 Children of Hannibal

1997 We All Fall Down

1997 Sul 45° parallelo (Documentary)

1997 Partisans (Documentary)

1995 Materiale resistente

1995 Il figlio di Zelig (Short)

1995 A Rimini

1994 Love Burns

1991 Lontano da Roma

1991 La casa (Short)

1989 La fine della notte

1987 Non date da mangiare agli animali(Short)