არქივი → ფილმები → სალვატორე ჯულიანო
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო - კინოს მეხსიერება
ქვეყანა: იტალია 
წელი: 1962

 

Salvatore Giuliano

შავ-თეთრი/123 წუთი

რეჟისორი: ფრანჩესკო როზი სცენარი:ფრანჩესკო როზი, სუსო ჩეკიდ’ამიკო, ენცო პროვენცალე, ფრანკო სოლინასი ოპერატორი:ჯანი დი ვენანცო მონტაჟი: მარიო სერანდრეი მუსიკა: პიერო პიჩონი მონაწილეობენ:პიეტრო კამარატა, სალვო რანდონე, ფრენკ ვოლფი, სენუჩო ბენალი

1950 წელს, 28 წლის კრიმინალი სალვატორე ჯულიანოს გვამი სიცილიაში, ერთ-ერთ ეზოში იპოვეს. ფილმში აღწერილია 1940-იანი წლების ბოლო სხვადასხვა პერიოდი, დაწყებული იმ ხანით, როდესაც ჯულიანო და სხვა კრიმინალები სეპარატისტულად განწყობილმა პოლიტიკოსებმა თავიანთი მიზნების განსახორციელებლად აიყვანეს, დამთავრებული ჯულიანოს სიკვდილით. როდესაც სიცილიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჩნდა კითხვები: შეიწყალებდნენ თუ არა კრიმინალებს, როგორც დაპირდნენ? რატომ უბრძანა ჯულიანომ თავის ბანდას, რომ ცეცხლი გაეხსნათ მშვიდობიან საპირველმაისო დემონსტრაციაზე? პოლიციელები, კარაბინიერები და მაფია თავისი მიზნებისთვის იყენებდა მას. მისი სიკვდილის შემდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი: გაიხსნება თუ არა სიმართლე? თუ დუმილის კანონი ისევ დაიცავს მათ, ვინც ძალაუფლების სათავეში არიან?

წარმოება: Lux Film/Vides Cinematografica/Galatea Film

 

ფრანჩესკო როზი

ფრანჩესკო როზი დაიბადა 1922 წლის 15 ნოემბერს, ნეაპოლში. ის იყო რეჟისორი და სცენარისტი. ცნობილია ფილმებით: ,,ხელები ქალაქზე’’(1963), ,,მატეის საქმე’’(1972) და ,,კარმენი’’(1984). გარდაიცვალა 2015 წლის 10 იანვარს.

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1997 The Truce

1992 Diarionapoletano (Documentary)

1990 Dimenticare Palermo

1989 12 registi per 12 città (Documentary) (segment "Napoli")

1987 Chronicle of a Death Foretold

1984 Carmen

1981 Three Brothers

1979 Christ Stopped at Eboli

1976 Illustrious Corpses

1973 Lucky Luciano

1972 The Mattei Affair

1970 Many Wars Ago

1967 More Than a Miracle

1965 The Moment of Truth

1963 Hands Over the City

1962 Salvatore Giuliano

1959 The Swindlers

1958 La sfida

1957 Kean: Genius or Scoundrel

 

1952 Anita Garibaldi (as F. Rosi)