არქივი → ფილმები → კონსტიტუცია
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: პოლიტიკური ცხოვრება
ქვეყანა: ხორვატია /სლოვენია/გაერთიანებული სამეფო/ჩეხეთი
წელი: 2016

 

Ustav Republike Hrvatske

90 წთ, ფერადი

რეჟისორი რაიკო გრლიჩი სცენარი რაიკო გრლიჩი, ანტე ტომიკი ოპერატორი ბრანკო ლინტა მონტაჟი ანდრია ზაფრანოვიჩი მუსიკა დიუკ ბოიაძიევი მონაწილეობენ ნებოიშა გლოგოვაცი, დეიან აციმოვიცი, ქსენია მარინკოვიჩი, ბოჟიდარ სმილიანიცი

ოთხი სრულიად განსხვავებული ადამიანი ერთ შენობაში ცხოვრობს, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობას ერიდებიან, რადგან ისინი განსხვავებულად ცხოვრობენ, სხვადასხვა რამის სწამთ და სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ. ისინი, ალბათ, არც არასოდეს გაცემდნენ ხმას ერთმანეთს, მაგრამ განსაცდელი ერთად შეყრის მათ. მათი ცხოვრება აირევა ისე, რომ საფუძვლიანი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი მტკიცე მრწამსი და ცრურწმენები მატერიალურ სტატუსთან, სექსუალურ ორიენტაციასთან, ეროვნებასა და რელიგიასთან მიმართებაში. ნელ-ნელა და მტკივნეულად, ისინი ერთმანეთს ეხსნებიან და აღიარებენ არსობრივ ადამიანურობას, რაც თითოეულ მათგანშია.

Production:
Stemal Entertainment, 21uno Film, Istituto Luce Cinecittà S.p.A., Rai Cinema, Les Films d'Ici, ARTE France Cinéma
International sales:
Doc & Film International

 

რაიკო გრლიჩი

დაიბადა 1947 წელს, ზაგრებში. კინორეჟისურას პრაღის კინოაკადემიაში, ჩეხეთში სწავლობდა. ის არის ათი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის რეჟისორი და სცენარის თანაავტორი. მისი ფილმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო ნაჩვენები კინოთეატრებსა თუ მნიშვნელოვანი ფესტივალების საკონკურსო პროგრამებში და მიღებული აქვს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო ჯილდო. გრლიჩი, როგორც სცენარისტი, ასევე, არაერთი ჯილდოს, მათ შორის UNESCO-ს და FIPRESCI-ს ჯილდოების მფლობელია.

 

 

Selected Filmography/რჩეული ფილმოგრაფია:

2016 The Constitution

2010 Just Between Us

 

2006 Border Post