არქივი → ფილმები → მერწყული
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: ბრაზილია /საფრანგეთი
წელი: 2016

 

Aquarius

140 წთ, ფერადი

რეჟისორი კლებერ მენდოსა ფილიუ სცენარი კლებერ მენდოსა ფილიუ ოპერატორი პედრო სოტერო, ფაბრისიო ტადეუ მონტაჟი ედუარდო სერანო მონაწილეობენ სონია ბრაგა, ჯეფ როზიკი, ირანდირ სანტუსი

65 წლის ქვრივი, პენსიაზე გასული მუსიკალური კრიტიკოსი კლარა რესიფიში, შეძლებულ და ტრადიციულ ოჯახში დაიბადა. ის 1940-იან წლებში აშენებული, ორიგინალური, მერწყულის სახელით ცნობილი ორსართულიანი შენობის უკანასკნელი მცხოვრებია რესიფის ზღვისპირა Avenida Boa Viagem-ზე, სადაც მაღალი კლასის ადამიანები ცხოვრობენ. ირგვლივ ყველა ბინა უკვე შეისყიდა კომპანიამ, რომელსაც თავისი გეგმები აქვს. კლარამ პირობა დადო, რომ თავის სახლს ცოცხალი არ დატოვებდა და მზად არის, ცივი ომი გამოუცხადოს კომპანიას - დაპირისპირება, რომელიც იდუმალებით მოცული, შიშისმომგვრელი და ნერვებმომშლელია.

Production:
SBS Productions, CinemaScópio Produções [BR]
International sales:
SBS International

 

კლებერ მენდოსა ფილიუ

კლებერ მენდოსა ფილიუ დაიბადა 1968 წელს, რესიფიში (ბრაზილია). სწავლობდა ჟურნალისტიკას პერნამბუკუს ფედერალურ უნივერსიტეტში. 2008 წელს ყურადღება მიიპყრო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით „კრიტიკოსი“, რომელსაც მოყვა „მეზობელი ხმები“ (2012), რომელმაც როტერდამში FIPRESCI-ის პრიზი მიიღო და „მერწყული“ (2016), რომელიც კანის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად კონკურსში მონაწილეობდა.

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 Aquarius

2015 A Copa do Mundo no Recife (TV Series documentary)

2012 Neighboring Sounds

2009 Recife Frio (Short)

2008 Critico (Documentary)

2007 Friday Night Saturday Morning (Short)

2005 Eletrodoméstica (Short)

2004 Vinil Verde (Short)

2002 A Menina do Algodão (Short)

 

1997 Enjaulado (Short)