არქივი → ფილმები → ქალაქის უკანასკნელი დღეები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: ეგვიპტე /გაერთიანებული სამეფო/გერმანია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები
წელი: 2016

 

Akher ayam el madina 

118 წთ, ფერადი

რეჟისორი თამერ ელ საიდი სცენარი თამერ ელ საიდი, რაშა სალტი ოპერატორი ბასემ ფაიადი მონტაჟი მოჰამედ აბდელ გავადი, ვართან ავაკიანი, ბარბარა ბოსუე მუსიკა ამელი ლეგრანი, ვიქტორ მოიზი მონაწილეობენ ხალიდ აბდალა, ჰანან იუსეფი, მარიამ სალე, ლაილა სამი, ჰაიდერ ჰელო, ბასიმ ჰაჯარი, ბასემ ფაიადი, ალი სობი, ისლამ კამელი

ქაიროს საქმიანი ნაწილის მიმქრალი დიდებულების ფონზე, 35 წლის კინორეჟისორი, ხალიდი, ცდილობს გადაიღოს ფილმი, რომელშიც მისი ქალაქის ვიბრაცია აისახება. ამ დროს, ქალაქში, მის ირგვლივ ყველაფერი - ოცნებებიც და შენობებიც დანგრეულია. მეგობრების დახმარებით, რომლებიც თავიანთი საცხოვრებელი ქალაქებიდან - ბეირუთიდან, ბაღდადიდან და ბერლინიდან საკუთარი ცხოვრების ამსახველ მასალას უგზავნიან, ხალიდი ახერხებს, გაუმკლავდეს იმ ქალაქში ცხოვრების სიმძიმეს და სილამაზეს, რომელიც უკანასკნელ დღეებს ითვლის.

Production:
Autonomous, Mengamuk Films, Zero Production (Egypt), Sunnyland Film (Egypt)
International sales:
Still Moving

 

ტამერ ელ საიდი

დაიბადა ქაიროში (ეგვიპტე) 1972 წელს. სწავლობდა კინოხელოვნებას და ჟურნალისტიკას. გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. „ქალაქის უკანასკნელი დღეები“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 In the Last Days of the City

 

2005 Youm El-Ethneen (Short)