არქივი → ფილმები → ფრანსისკო სანკტისის გრძელი ღამე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: არგენტინა 
წელი: 2016

 

La larga noche de Francisco Sanctis 

78 წთ, ფერადი

რეჟისორი ანდრეა ტესტა, ფრანსისკო მარკესი სცენარი ანდრეა ტესტა, ფრანსისკო მარკესი, ჰუმბერტო კონსტანტინის რომანის მიხედვით ოპერატორი ფედერიკო ლასტრა მონტაჟი ლორენა მორიკონი მონაწილეობენ დიეგო ველასკესი, ლაურა პარედესი, ვალერია ლოისი, მარჩელო სუბიოტო, რაფაელ ფედერმანი

ბუენოს აირესი, 1977. სამხედრო დიქტატურის დროს, ფრანსისკო სანქტისი იღებს ინფორმაციას, რომ ორ ადამიანს „გაქრობა" მიესაჯა. ფრანსისკო - მშვიდი, შუახნის ოჯახის კაცი, რომელსაც პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, გაოცებულია თავისი მდგომარეობის აქტუალობით. იმ ღამეს მან გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას: სასწორზე უნდა შეაგდოს საკუთარი ცხოვრება, რომ სხვები გადაარჩინოს თუ თავი შეიკავოს.

Production:
Instituto Nacional de Cine y Artes Audiovisuales (INCAA) (with the support of)
Pensar con las Manos
International sales:
Films Boutique

 

ფრანსისკო მარკესი

ფრანსისკო მარკესი დაიბადა არგენტინაში, 1981 წელს. მას გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, როგორიცაა „სურათები ომის წინა პერიოდისთვის“ (2013), ფილმი, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს და რომელმაც რამდენიმე ჯილდო მოიპოვა.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 The Long Night of Francisco Sanctis

2015 Después de Sarmiento (Documentary)

2014 Sucursal 39 (Short)

 

2011 Imagenes para antes de la Guerra (Short)

 

 

 

 

 

ანდრეა ტესტა

ანდრეა ტესტა დაიბადა ბუენოს აირესში, 1987 წელს. მას გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად მარკესის ფილმზე „სურათები ომის წინა პერიოდისთვის“ და „სარმიენტოს შემდეგ“. 2015 წელს გადაიღო დოკუმენტური ესეი „Pibe Chorro“, რომელიც იკვლევს დანაშაულის და სისასტიკის საკითხებს სოციალური თვალთახედვით.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 Pibe Chorro (Documentary)

2016 The Long Night of Francisco Sanctis

2010 Uno Dos Tres (Short)

2009 Sea una familia feliz (Short)

 

2007 El Río (Short)