არქივი → ფილმები → როზა ლუქსემბურგი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: გახსნის ფილმი
ქვეყანა: ჩეხოსლოვაკია /დასავლეთ გერმანია
წელი: 1986

 

Die Geduld der Rosa Luxemburg

118 წთ, ფერადი

რეჟისორი მარგარეტე ფონ ტროტა სცენარი მარგარეტე ფონ ტროტა, პამელა კატცი ოპერატორი ფრანც რათი მონტაჟი დაგმარ ჰირცი, გალიპ იტინირი მუსიკა ნიკოლას ეკონომუ მონაწილეობენ ბარბარა ზუკოვა, დანიელ ოლბრიხსკი, ოტო ზანდერი

ვრონკის ციხე, 1916. სოციალ-დემოკრატ როზა ლუქსემბურგს სანიმუშო სიკვდილით დასჯა ელოდება. ოცი წლით ადრე, როზას პოლიტიკური უნარები ყველამ აღიარა, როდესაც ის გერმანიაში დემოკრატიული მთავრობის მხარეს იბრძოდა, ხოლო პოლონეთში რევოლუციაში მონაწილეობდა. აქ ის ლეო იოგიხესის გვერდით იბრძვის. მათი პოლიტიკური საქმიანობა პირად ურთიერთობას გარკვეულ სირთულეს უქმნის.. საერთაშორისო მდგომარეობის დაძაბვასთან ერთად, როზა სიტყვით გამოდის ხოლმე და ომსა და მილიტარიზმს გმობს. თანამებრძოლი სოციალისტები მას რადიკალად მიიჩნევენ. ის კარლ ლიბკნეჰტს ხვდება. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, როზა და კარლი ოპოზიციაში ერთიანდებიან..

Production:
Bioskop Film
Bärenfilm
Ceskoslovenský Filmexport
Filmové studio Barrandov
Pro-ject Filmproduktion
Regina Ziegler Filmproduktion
Westdeutscher Rundfunk (WDR)
International sales:
The Match Factory

 

მარგარეტ ფონ ტროტა

მარგარეტე ფონ ტროტა დაიბადა 1942 წლის 21 თებერვალს. გერმანელ კინორეჟისორს ახალი გერმანული კინოს „წამყვან ძალად“ მოიხსენიებენ. ფონ ტროტა კინონამუშევრების სოლიდური რაოდენობის ავტორია, რომლებისთვისაც მას, უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ჯილდო მიენიჭა. ის რეჟისორ ფოლკერ შლონდორფის მეუღლე იყო და მასთან ერთად მუშაობდა. მათი კოლაბორაცია წარმატებული იყო, თუმცა ფონ ტროტა თვლიდა, რომ შლონდორფთან მიმართებაში, მას მაინც მეორე პლანზე აღიქვამდნენ. ამიტომაც, მან სოლო კარიერა არჩია და „გერმანიის მოწინავე ქალი კინორეჟისორის სახელი დაიმკვიდრა. ის ომისშემდგომი ხანის გერმანული კინოს ისტორიაში საავტორო კინოს სტაბილურად ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია.“ ფონ ტროტას ნამუშევრებს, ზოგიერთი თვალსაზრისით, ინგმარ ბერგმანის 1960-70-იანი წლების ფილმებს ადარებდნენ.

ფონ ტროტას „მსოფლიოს მოწინავე ფემინისტი რეჟისორი“ უწოდეს. მისი ფილმები ქალების ახალი კუთხით წარმოჩენას ითვალისწინებს და ეხება როგორც ქალებს შორის (დებს, მეგობრებს და ა.შ.), ისე ქალებსა და მამაკაცებს შორის ურთიერთობებს და ეს ყველაფერი პოლიტიკური კონტექსტის ფონზე იშლება. ამის მიუხედავად, კინორეჟისორი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ ის „ქალების ფილმებს“ იღებს.

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2015 Die abhandene Welt

2012 Hannah Arendt

2012 Never for Love (TV Mini-Series) (1 episode)

2010 Die Schwester (TV Movie)

2009 Vision

2007 Tatort (TV Series) (1 episode)

2006 I Am the Other Woman

2004 The Other Woman (TV Movie)

2003 Rosenstrasse

2000 Jahrestage (TV Mini-Series) (4 episodes)

1999 Dunkle Tage (TV Movie)

1999 Mit fünfzig küssen Männer anders (TV Movie)

1997 Winterkind (TV Movie)

1995 Das Versprechen

1993 Il lungo silenzio

1990 L'africana

1988 Three Sisters

1988/I Felix (segment "Eva")

1986 Rosa Luxemburg

1983 Sheer Madness

1981 Marianne & Juliane

1979 Sisters, or The Balance of Happiness

1978 The Second Awakening of Christa Klages

1975 The Lost Honor of Katharina Blum