არქივი → ფილმები → ლანტური (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: ირანი 
წელი: 2016

 

Lantouri

115 წთ, ფერადი

რეჟისორი რეზა დორმიშიანი სცენარი რეზა დორმიშიანი ოპერატორი აშკან აშკანი მონტაჟი ჰაიდე საფიარი მუსიკა კაიჰან კალჰორი მონაწილეობენ ნავიდ მოჰამადზადე, მარიამ პალიზბანი, ბარან კოსარი, მეჰდი კუშკი, ბაჰრამ აფშარი, რეზა ბეჰბუდი

ლანტური - ასე ქვია სახელად გამომძალველების, ქურდების და შანტაჟისტების ბანდას თეირანში. ბანდის ერთ-ერთ წევრს, ფაშას, შეუყვარდება სოციალური აქტივისტი, ჟურნალისტი მარიამი, რომელიც კამპანია „არა სისასტიკეს" ინიციატორია. ის ცდილობს დაარწმუნოს დანაშაულების მსხვერპლების ოჯახები, რომ მკვლელებს აპატიონ საყვარელი ადამიანების მკვლელობა. მარიამი ფაშას სიყვარულს უარყოფს, რის გამოც ფაშა მას სახეში მჟავას შეასხამს და მარიამი მხედველობას კარგავს. ახლა უკვე მარიამი მოითხოვს შურისძიების აღსრულებას და დამნაშავის დასჯას, ისლამური დამსჯელი კანონის შესაბამისად.

Production:
A Reza Dormishian production
World Sales:
Iranian Independents

 

რეზა დორმიშიანი

დაიბადა 1981 წელს, თეირანში. სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას და შემდეგ კინოჟურნალისტიკამ გაიტაცა. მუშაობდა ასისტენტად ისეთ სახელგანთქმულ ირანელ რეჟისორებთან, როგორებიცაა დარიუშ მეჰრჯუი და ალირეზა დავუდნეჯადი. 2002 წლიდან მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო. 2012 წელს გადაღებული ფილმი „სიძულვილი“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო, რომელიც ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, მათ შორის მონრეალში და ვარშავაში. ფილმი „არ მშია“ (2014) მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო, რომელიც სამშობლოში სკანდალური აღმოჩნდა და მისი პრემიერა ბერლინალეს პანორამას სექციაში მოეწყო. ფილმი 2014 და 2015 წლების საერთაშორისო კინოფესტივალების ყველაზე წარმატებულ ფილმებს შორის მოხვდა.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 Lantouri

2014 Asabani nistam!

2012 Boghz

 

2008 Jadoughar (Documentary)