არქივი → ფილმები → წვეულება კი გრძელდება (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: პოლიტიკური ცხოვრება
ქვეყანა: საფრანგეთი /ბულგარეთი
წელი: 2015

 

Et le bal continue

91 წთ, ფერადი

რეჟისორი გეორგი ბალაბანოვი სცენარი გეორგი ბალაბანოვი ოპერატორი სტეფან ივანოვი მონტაჟი ვესელკა კირიაკოვა

დოკუმენტურ ფილმში გაბედულადაა წარმოდგენილი ის მასკარადი, რაც ბულგარეთში ხდება - ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში შევიდა ამერიკული ოცნების ასრულების ურყევი, ფსიქიკაში გამჯდარი რწმენით. ახალი ამბების პოპულარული წამყვანის, დეპუტატადქცეული ყოფილი კუნთიანი დაცვის თანამშრომლის, საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტის და ანტიკომუნისტი დისიდენტის გზები ერთმანეთს ეჯახება ამ მრავალმხრივ ტრაგიკომედიაში. მახვილი იუმორის მეშვეობით, გეორგი ბალაბანოვი ნათელს ფენს, თუ როგორ ინარჩუნებს უკვდავებას გაქვავებული სისტემა.

Production:
Ladybirds Films
Arte France

 

გიორგი ბალაბანოვი

გეორგი ბალაბანოვი დაიბადა 1951 წელს, სოფიაში (ბულგარეთი). ის არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით: „პეტროვის საქმე“ (2015), „წლისთავი“ (1979) და „თამაში წესების გარეშე“ (2001).

 

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2015 Et le bal continue (Documentary)

2015 And The Party Goes On and On (TV Movie documentary)

2001 Igri bez pravila

 

1979 Commemoration