არქივი → ფილმები → წამიყვანე სახლში (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: სპეციალური ჩვენება
ქვეყანა: ირანი 
წელი: 2016

 

Take Me Home

ფერადი/შავ-თეთრი/16 წუთი

რეჟისორი: აბას კიაროსტამი მონტაჟი: ადელ იარაღი მუსიკა: პიტერ სოლეიმანიპური მონაწილეობს: ბიაჯიო დი ტონო

აბას კიაროსტამს, თავისი კამერით, იტალიის სამხრეთში გადავყავართ, ხეივნების და კიბეების ლამაზ და მხიარულ ვიდეოებს გვთავაზობს. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარია.

წარმოება: Kiarostami Foundation

 

 

 აბას კიაროსტამი

დაიბადა 1940 წელს, თეირანში. დაამთავრა თეირანის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, მხატვრის სპეციალობით. მხატვრის, დიზაინერის და ილუსტრატორის რანგში, კიაროსტამი 1960-იან წლებში რეკლამის სფეროში მოღვაწეობდა, ამზადებდა პოსტერებს და ქმნიდა რეკლამებს. 1969 წელს, როდესაც ირანული ახალი ტალღა დარიუშ მეჰრჯუის ფილმით „ძროხა“ დაიწყო, კიაროსტამი მონაწილეობას იღებდა კინოსარეჟისორო დეპარტამენტის ჩამოყალიბებაში თეირანის ბავშვთა და მოზარდების ინტელექტუალური განვითარების ინსტიტუტში. მოგვიანებით დეპარტამენტი ირანის ერთ-ერთ სახელგანთქმულ კინოსტუდიად იქცა. 1973 წელს მან გადაიღო ფილმი „გამოცდილება“, რომელმაც პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა გიფონის კინოფესტივალზე, 1974 წელს. შემდეგ გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმები „მოგზაური“ (1974) და „ანგარიში“ (1977). 1980-იანი წლების დასაწყისში კიაროსტამიმ რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და პირველი რევოლუციის შემდგომი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „სად არის მეგობრის სახლი?“ (1987), რომელმაც მას 1989 წლის ლოკარნოს კინოფესტივალზე 5 ჯილდო მოუტანა და საერთაშორისო აღიარებისკენ გაუკაფა გზა. თავისი კინოკარიერის მანძილზე, მას მიღებული აქვს 76 საერთაშორისო ჯილდო. კიაროსტამი 76 წლის ასაკში, 2016 წლის 4 ივლისს, პარიზში გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია:

2016: Take Me Home (16’)

2016: Pasajera (9’)

2013: Venice 70: Future Reloaded (1’25”)

2012: Like Someone in Love (109’)

2010: No (8’)

2010: Certified Copy (106’)

2008: Shirin (92’)

2008: Eggs (17’)

2007: Persian Carpet, Episode Is There a Place to Approach?

2007: Chacun Son Cinema, Episode Where Is My Romeo (3’)

2006: Roads of Kiarostami (32’)

2005-2007: Abbas Kiarostami/Victor Erice: Correspondences (97’)

2004: Tickets (together with Ken Loach and ErmannoOlmi, 115’)

2003: Tazieh

2003: Five (74’)

2003: 10 on Ten (87’)

2002: Ten (94’)

2001: Ten Minutes Older (10’)

2001: Sleepers (98’)

2001: ABC Africa (84’)

1999: The Wind Will Carry Us (118’)

1997: Taste of Cherry (99’)

1997: Birth of Light (5’)

1995: LumiereetCompagnie, Episode Dinner for One (1’)

1994: Through the Olive Trees (103’)

1992: And Life Goes On… (91’)

1990: Close Up (90’)

1989: Homework (86’)

1987: Where Is the Friend’s Home? (83’)

1985: First Graders (84’)

1984: Fear and Suspicion (45’)

1983: Fellow Citizen (52’)

1982: The Chorus (17’)

1981: Orderly or Disorderly (16’)

1980: Toothache (24’)

1979: Case No. 1, Case No. 2 (53’)

1978: Solution No. 1 (11’)

1977: The Report (105’)

1977: Jahan-Nama Palace (30’)

1977: Coloring (7’)

1977: A Tribute to Teachers (24’)

1976: Colors (15’)

1976: A Suit for Wedding (57’)

1975: Two Solutions for One Problem (5’)

1975: So Can I (4’)

1974: The Traveler (71’)

1973: The Experience (60’)

1972: Breaktime (14’)

1970: Bread and Alley (11’)

1962-1966: 150 Commercials for Iranian TV

 

1960s: Credit titles