არქივი → ფილმები → ოთახები (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2016

 

Otakhebi

50 წთ, ფერადი

რეჟისორი: ცირა გვასალია მონტაჟი: ნათია გულიაშვილი

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში რემონტი იწყება და ვიოლა, შოთა, რიმა, უშანგი და პავლე ერთ დიდ საკონცენტრო დარბაზში უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად. მიუხედავად ქაოსისა, რომლის გადატანა ხანდაზმულ ასაკში უწევთ და რომელსაც მტკივნეულად აღიქვამენ, მოხუცები მაინც ინარჩუნებენ ძალას, რომ ოცნებების ახდენისთვის იბრძოლონ. 90 წლის შოთას საკუთარი ორიგინალური არქიტექტურული დიზაინით მინი-ეკლესიის აშენება უნდა. სასიყვარულო ისტორია 75 წლის ვიოლასთვის ყველაზე დიდი სასიცოცხლო ძალაა. 83 წლის უშანგი კვირაში ორჯერ ვარჯიშობს თბილისის ზღვაზე და იმ დანაკლისს ივსებს, რაც ახალგაზრდობაში ვერ განახორციელა - პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გახდა. 70 წლის პავლე დღეში რამდენჯერმე აივანზე ჩიტებს კვებავს და ქსოვს, რათა გაყიდული ფულით სიმსივნით დაავადებულ დას ფული გაუგზავნოს სოფელში. მოულოდნელად პავლე ავტოავარიაში მოჰყვება. პანსიონატის ხელმძღვანელობა კი მის ოთახში შედის, რათა მისი მკურნალობის ფული ან ნათესავების საკონტაქტო ინფორმაცია მოიპოვონ.

 

ცირა გვასალია

დაიბადა 1983 წელს თბილისში. 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ანგლისტიკის ფაკულტეტი, 2009 წელს – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა. მისი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „რომ მოვკვდები, მერე გეტყვი“ 2009 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. მისი ბოლო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ოთახები“ CineDOC Tbilisi 2016-ზე, საკონკურსო სექცია Focus Caucasus-ის მონაწილე იყო.

 

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2008 Tbilisi Souvenirs

2009 I’ll Tell You After I Die

2016 On the Move

2008 gruzinebi.ru (Documentary)

2016 Anna's Life