არქივი → ფილმები → თავი დამანებეთ! (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: ხორვატია /დანია
წელი: 2016

 

Ne gledaj mi u pijat

105 წთ, ფერადი

რეჟისორი ჰანა იუსიჩი სცენარი ჰანა იუსიჩი ოპერატორი იანა პლეკასი მონტაჟი იან კლემსჰე მუსიკა ჰრვოიე ნიკშიჩი მონაწილეობენ მია პეტრიჩევიჩი, ნიკშა ბუტიერი, არიანა ჩულინა, ზლატკო ბურიჩი

მარიანას ცხოვრება, უნდა თუ არა ეს მას, თავისი ოჯახის გარშემო ტრიალებს. ისინი ძალიან პატარა ბინაში ცხოვრობენ და ლამის ერთმანეთზე ძინავთ. ამიტომაც ერთმანეთი წყობიდან გამოყავთ ხოლმე. როდესაც მარიანას მკაცრ მამას ინსულტი დაემართება და ლოგინად ჩავარდება, ოჯახის სადავეებს ის აიღებს ხელში. სხვების რჩენის მიზნით, ის ორ სამსახურში მუშაობს. დედამისი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმა ყველანაირად ხელს უშლიან მარიანას. უკიდურესობამდე მისული მარიანა შვებას შემთხვევით ადამიანებთან სექსით პოულობს. ამგვარი თავისუფლების შეგრძნებისაკენ სწრაფვა მას სულ უფრო და უფრო უჩნდება.

Production:
Kinorama, Beofilm, Hrvatska radiotelevizija (HRT)
International sales:
New Europe Film Sales

 

ჰანა იუსიჩი

 

ჰანა იუსიჩმა მაგისტრის ხარისხი ზაგრების დრამატული ხელოვნების აკადემიაში, კინო- და ტელერეჟისურის განხრით მიიღო. მან, ასევე, 2007 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპარატივისტული და ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით და კინოსა და ლიტერატურის სადოქტორო პროგრამაზე ჩააბარა. ის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია. მისი ფილმები ნაჩვენებია როგორც სტუდენტურ, ისე სახელგანთქმულ ევროპულ კინოფესტივალებზე.

 

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 Quit Staring at My Plate

2016 Transmania

2016 Quit Staring at My Plate

2015 No Wolf Has a House (Short)

2013 Kratki spojevi (segment "Rodjendan")

2012 Chill (Short)

2012 Terarij (Short)

 

2010 Smart Girls (Short)