არქივი → ფილმები → ძაღლები (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: რუმინეთი /საფრანგეთი/ბულგარეთი/ყატარი
წელი: 2016

 

Câini

104 წთ, ფერადი

რეჟისორი ბოგდან მირიკა სცენარი ბოგდან მირიკა ოპერატორი ადრეი ბუტიკა მონტაჟი როქსანა სელი მონაწილეობენ დრაგოს ბუკური, ვლად ივანოვი, გეორგე ვისუ, კოსტელ კასკავალი

რომანი ბრუნდება უკრაინის საზღვართან მდებარე მიწაზე, რომელიც მან ბაბუამისისგან მემკვიდრეობით მიიღო. საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ გაყიდოს ეს უზარმაზარი, მაგრამ უკაცრიელი ნაკვეთი. მას ადგილობრივი პოლიციელი გააფრთხილებს, რომ ბაბუამისი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და მისი კაცები მიწის გაყიდვის უფლებას იოლად არ მიცემენ, რადგან აქ ისინი კონტრაბანდისტულ საქმიანობას ეწევიან.

Production:
42 Km Film, EZ Films, Argo Film Ltd.
World sales:
Bac Films

 

ბოგდან მირიკა

კინოსადმი ინტერესის გამო, ბოგდან მირიკა სცენარის წერას და პროდიუსინგს შეისწავლიდა ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტში და შემდეგ კინოინდუსტრიაში დაიწყო თავისი კარიერა. მან სცენარების რეცენზენტად დაიწყო მუშაობა ლონდონში და ასევე, რამდენიმე ვორქშოპს ესწრებოდა, რომლებსაც მარინ სკორსეზე, კენ ლოუჩი, ბრიუს რობინსონი და სხვები ატარებდნენ. ამის შემდეგ, გადაწყვიტა რუმინეთში დაბრუნება, სადაც ის სცენარისტად მუშაობდა. 2011 წელს მან გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბორა ბორა“, რომელმაც ანჟის კინოფესტივალზე Premiers Plans საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სტატუსი მოიპოვა და, ამავე დროს, ტრანსილვანიის კინოფესტივალზე საუკეთესო რუმინულ ფილმად დაასახელეს. ფილმი ლოკარნოს, ვარშავის და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე საჩვენებლადაც შეარჩიეს.

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2011/II Bora Bora (Short)

 

2016 Dogs