არქივი → ფილმები → მელნის გემო (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: საფრანგეთი 
წელი: 2016

 

Compte tes blessures

80 წთ, ფერადი

რეჟისორი მორგან სიმონი სცენარი მორგან სიმონი ოპერატორი ჟულიენ პუპარი მონტაჟი მარი ლოსტალო მუსიკა სელიმ აიმარდი, ჟულიენ კრუგი მონაწილეობენ კევინ აზაისი, მონია შოკრი, ნათან უილკოქსი

24 წლის ვინსენტი ჰარდკორ-ჯგუფის ქარიზმატული სოლისტია. მისი სხეულის თითქმის ნახევარი სვირინგებითაა დაფარული. თავისი ანგელოზური სახის და განმგმირავი თვალების წყალობით, მთელი სამყარო მის ხელთაა. მაგრამ როდესაც მამამისის ცხოვრებაში ახალი ქალი ჩნდება, მათ შორის ძველი დაძაბულობა ხელახლა იღვიძებს. ვინსენტი ვეღარ იკავებს სიბრაზეს და სურვილს.

Production:
Kazak Productions
World Sales:
Versatile Films

 

მორგან სიმონი

პარიზის გარეუბანში დაბადებული მორგან სიმონი სწავლობდა ბიოლოგიას და კომუნიკაციებს, სანამ ლა ფემის აუდიოვიზუალური ხელოვნების სკოლაში სასცენარო ფაკულტეტზე ჩააბარებდა. ახალგაზრდობა და მარგინალობა მისი მისი ისეთი ფილმების მთავრი თემაა, როგორებიცაა „ამერიკული ფეხბურთი“, რომელმაც 2013 წელს, ანჟეს კინოფესტივალზე Premiers Plans ჯილდო მოიპოვა და „შეეცადე ახალგაზრდა მოკვდე“, რომელიც 2015 წელს კლერმონ-ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მოხვდა და 2016 წელს სეზარზე იყო ნომინირებული. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მელნის გემო“ კანის კინოფესტივალზე L’Atelier de la Cinéfondation-ის სექციაში და იერუსალიმის საერთაშორისო კინოლაბორატორიაში აჩვენეს

 

 

 

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2011 Goose (Short)

2012 American Football (Short)

2014 Essaie de mourir jeune (Short)

2016 A Taste of Ink

 

2016 Réveiller les morts (Short)