არქივი → ფილმები → ადგილობრივი დროით - 28:94
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: სომხეთი 
წელი: 2015

 

28:94 Teghakan Zhamanak 

ფერადი/130 წუთი

 

რეჟისორი:დავიდ საფარიანი სცენარი: დავიდ საფარიანი, იანა დრუზი ოპერატორი: არმენ ხაჩატურიანი მონტაჟი:დავიდ საფარიანი მონაწილეობენ:იანა დრუზი, აშოტ ადამიანი, ჰეღინე ოვანესიანი, კარენ ჯანიბეკიანი, ვიგენ სტეფანიანი, ჰარუტიუნ მოვსისიანი, ჰრაჩია ჰარუტიუნიანი

ამბავი მამაკაცისა და ქალის შესახებ, რომლებიც სრულ ენერგიულ კრიზისს განიცდიან. მათი მოგონებები, მოკლე ამბები, წარმოსახვები მათი ისტორიის გაგებაში და იმის გაცნობიერებაში გვეხმარება, რომ ძირითადი ადამიანური ღირებულებები მთელ მსოფლიოში საერთოა.

წარმოება: STUDIO DS

 

 

დავიდ საფარიანი

დავიდ საფარიანი დაიბადა 1952 წელს, ერევანში (სომხეთი). სწავლობდა ერევნის სახვითი ხელოვნების და თეატრის ინსტიტუტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 1974-დან 1978 წლამდე სომხეთის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუშაობდა, პარალელურად სომხეთის სატელევიზიო თეატრის მსახიობი იყო. 1983 წელს მოსკოვის კინოინსტიტუტი დაამთავრა. გადაღებული აქვს ბევრი დოკუმენტური ფილმი, მათ შორის ფილმი „რაც არ უნდა უცნაური იყოს, ხოხლოვას შესახებ“ (1986), რომელმაც 1987 წლის მოსკოვის კინოფესტივალზე, კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ფედერაციის პრიზი მოიპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 Hot Country, Cold Winter

2015 28:94 Local Time

2002 Expectation (Documentary short)

2002/II Lullaby (Short)

1995 131st Catholicos (TV Short documentary)

1991 Lost Paradise

1990 Warmth-sickness (Documentary short)

1988 Devotion (Documentary short)

1987 Garnanamouth (Documentary short)

1986 However Odd, But Khokhlova (Documentary short)

1985 The Forest (Documentary short)

1982 The Doctor (Documentary short)

1976 My Sky, My Land (Documentary short)

 

1975 Vocation (Documentary short)