არქივი → ფილმები → ალბომი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: თურქეთი საფრანგეთი/რუმინეთი
წელი: 2016

 

Albüm

ფერადი/105 წუთი

რეჟისორი: მეჰმეთ კან მერთოღლუ სცენარი: მეჰმეთ კან მერთოღლუ ოპერატორი: მარიუს პანდურუ მონტაჟი: იჰან ერგიურსელი მონაწილეობენ: სებნემ ბოზოკლუ, მურატ კილიჩი

30-ს გადაცილებული წყვილი ყალბ ფოტოალბომს აკეთებენ, სადაც ქალის ფსევდო-ფეხმძიმობის პერიოდია ასახული. ამით სურთ დაამტკიცონ, რომ ისინი იმ ბავშვის ბიოლოგიური მშობლები არიან, რომლის აყვანასაც აპირებენ.

წარმოება:ASAP Films, Parada Film, ARTE France Cinéma, Kamara

 

 

მეჰმეთ კან მერთოღლუ

მეჰმეთ კან მერთოღლუ დაიბადა ახისარში (თურქეთი), 1988 წელს. ბოსფორის უნივერსიტეტში თურქულ ლიტერატურას სწავლობდა. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „ფერდობის“ (2009) მსოფლიო პრემიერა ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი როტერდამის, მონრეალის ვალდივიას და ანჟეს ფესტივალებზეც აჩვენეს. 2012 წელს მეორე მოკლემეტრაჟიან ფილმზე „ციმციმი“ მუშაობა დაასრულა. 2016 წელს სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „ალბომი“ გადაიღო, რომელმაც კანში, კრიტიკოსების კვირეულის ჯილდო, ასევე, იერუსალიმის და სარაევოს კინოფესტივალების პრიზები დაიმსახურა.

 

 

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 Albüm

2011 Fer (Glimmer) short

 

2008 YOKUŞ (The Slope) short