არქივი → ფილმები → თეთრი მზე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: პოლიტიკური ცხოვრება
ქვეყანა: აშშ /ნეპალი/ყატარი/ნიდერლანდები
წელი: 2016

 

Seto Surya 

ფერადი/87 წუთი

რეჟისორი: დიპაკ რუნიარი სცენარი:დიპაკ რუნიარი, დავიდ ბარკერი ოპერატორი: მარკ ო’ ფიარგაილი მონტაჟი: დავიდ ბარკერი, ელიზაბეთ რაო მუსიკა: ვივეკ მადალა მონაწილეობენ: დეიაჰანგ რაი, აშა მაგრატი, რაბინდრა სინგჰ ბანია, სუმი მალა, ამრიტ პარიარი, სარადა ადჰიკარი

რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანი ჩანდრა, მამის სიკვდილის შემდეგ, თავისი შორეული, მთიანი სოფლისკენ უნდა წავიდეს. მას შემდეგ თითქმის ათი წელი გავიდა. პატარა პუჯა მღელვარებით ელოდება მამაკაცს, რომელიც, მისი აზრით, მამამისია, მაგრამ დაბნეულია, როდესაც ჩანდრა ქუჩის პატარა ობოლ ბავშვთან ერთად ჩამოდის, რომელზეც, როგორც ამბობენ, მისი შვილია. ჩანდრამ თვალი უნდა გაუსწოროს თავის ძმას, სურაჯს, რომელიც ნეპალის სამოქალაქო ომის დროს მოწინააღმდეგე მხარეს იბრძოდა. ციცაბო მთიდან მდინარესთან, კრემაციისთვის მამის ცხედრის წასვენებისას, ძმებს შორის დაძაბულობა იგრძნობა, პოლიტიკური შეხედულებების გამო.

წარმოება:Aadi Productions/Louverture Films/Waterland Film

 

დიპაკ რუნიარი

დიპაკ რუნიარის სრულმეტრაჟიანი ფილმის დებიუტი „გზატკეცილი“, რომლის პრემიერაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე (პანორამა, 2012) შედგა, პირველი ნეპალური ფილმი იყო, რომელიც ოდესმე მნიშვნელოვან საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებიათ. „გზატკეცილს“ დიდი გამოხმაურება მოყვა ნეპალში, რეალისტურობის ასახვისა და ტაბუდადებული თემების განხილვისთვის. ამ ფილმმა გახსნა 2013 წელს ნიუ იორკის ContemporAsian-ის სერიები და მას ბევრი მნახველი ყავდა. „თეთრი მზე“ დიპაკ რუნიარის მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

Filmography/ფილმოგრაფია:

2016 White Sun (Seto Surya)

2012 Highway