არქივი → ფილმები → ნამე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: დახურვის ფილმი
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2017

 

ნამე

ფერადი/91 წუთი

რეჟისორი:ზაზა ხალვაში, სცენარი:ზაზა ხალვაში, ოპერატორები:გიორგი შველიძე, მამუკა ჩხიკვაძე. მონაწილეობენ:მარისკა დიასამიძე, ალეკო აბაშიძე, რამაზ ბოლქვაძე, ედნარ ბოლქვაძე, როინ სურმანიძე, ლაშა აბულაძე

ალის ოჯახს მისია აკისრია - სამკურნალო წყლის პატრონობა და მისი დახმარებით სნეული თანასოფლელების მკურნალობა. სამივე ვაჟმა მამისეული სახლი მიატოვა, მხოლოდ უმცროსი ქალიშვილი ცისნამე (ნამე) შემორჩა ოჯახური ტრადიციების სადარაჯოზე. სოფელში ერთად ცხოვრობენ ქრისტიანები და მაჰმადიანები. ნამე მერაბს გაიცნობს. მათ შორის სიახლოვის წყურვილი ძლიერდება. ხეობაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც შესაძლოა ეკოლოგიური ცვლილებების გამომწვევი იყოს. ერთ დღეს წყალი დაშრობას იწყებს. მოხუც მამას ძველების ნათქვამი ახსენდება, რომ წყლის დაბრუნება მსხვერპლშეწირვის გარეშე შეუძლებელი იქნება...

Executive producer:
Mamuka Turmanidze
Producer:
Sulkhan Turmanidze
Co-producer:
Ieva Norviliene
Production:
BAFIS (Georgia), Tremora (Lithuania)
Financial support:
Georgian National Film Centre; Lithuanian Film Centre
World Sales:
Alpha Violet (France)

 

ზაზა ხალვაში

დაიბადა ბათუმში, 1957 წლის 17 მაისს. 1982 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო. 1977-2004 წლებში მუშაობდა კინოსტუდიაში „ქართული ფილმი" დამდგმელ რეჟისორად. გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: „იქ - ჩემთან..." (1990 წ,), „მიზერერე" (1996 წ), „მგლების ხორუმი" (2003 წ.). 1997 წლიდან დღემდე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის კინორეჟისურას, ხელმძღვანელობს კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტს.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1981 Time (short)

1985 Echo (short)

1990 There where I live

1996 Miserere

2015 Solomon

2017 Namme