არქივი → ფილმები → დონორი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: სტუდენტური ფილმები
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2017

 

დონორი

ფერადი/35 წუთი

რეჟისორი: თედო დოლიძე, სცენარი: თედო დოლიძე, ოპერატორი: თენგო კასრაძე, შალვა სოყურაშვილი, მონტაჟი: ამირან დოლიძე. მონაწილეობენ: ვახო ფინანიშვილი, გუჯა თეთრუაშვილი, გოგა სოკუაშვილი, დათო დოლიძე.

ფილმის მთავარი გმირი, პურის დისტრიბუტორი ვახო გენეტიკურ ექსპერიმენტში მონაწილეობს, მისი სპერმა დონორებს შორის საუკეთესოა და ამიტომაც მას დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ, ექსპერიმენტის მეორე ეტაპში მონაწილეობას სთავაზობენ, რაც მისი ყოფითი ცხოვრების ვიდეო გადაღებას და მასზე დაკვირვებას გულისხმობს. გადამღები ჯგუფი ვახოსთან ერთად საინტერესო და ხიფათიანი ამბის მონაწილე ხდება.

Production:

Shota Rustaveli Theatre and Film
Georgia State University

 

თედო დოლიძე

 

დაიბადა 16.01.1993, თბილისში. 2016 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოკუმენტური კინოს რეჟისურის სპეციალობით (ვაჟა ზუბაშვილის სახელოსნო). სტუდენტობის წლებში გადაღებული აქვს ფილმები: ტყუპები, 6000, კუების სამოთხე.


ფილმოგრაფია:
2017 დონორი