არქივი → ფილმები → სავარძელი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2017

 

სავარძელი

ფერადი/99წუთი

რეჟისორი: ელდარ შენგელაია, სცენარი: ელდარ შენგელაია, გიორგი ცხვედიანი, ოპერატორი: გორკა გომეშ ანდრეუ, მონტაჟი:
მინდია ესაძე, მუსიკა: იოსებ ბარდანაშვილი. მონაწილეობენ: ნიკა თავაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი ასათიანი, ნანა შონია, ნატო ჯუღელი.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, გიორგი მჭედლიშვილი ყველაფერს კარგავს, რაც მისთვის ძვირფასია: ოფისს, მანქანას, შემოსავლის წყაროს და რაც მთავარია - ძალაუფლებას. გიორგის სკამი, რომელიც ცოცხალი არსებაა, სტიმულს აძლევს ყოფილ მინისტრს, რომ ზომები მიიღოს, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოაქვს. ამ რთულ პერიოდში გიორგი ხვდება ლტოლვილ ქალს - დონარას, რომელსაც ცოლად ირთავს. ახალი მთავრობა გიორგის და მის ოჯახს გამოასახლებს. ყოფილი მინისტრი უპირისპირდება ჯერ მედიას, შემდეგ საკუთარ რძალს.

Producer:
Neli Shengelaia, Zurab Maghalashvili
Production:
Georgian National Film Centre

 

ელდარ შენგელაია

ელდარ შენგელაია, რომლის ფილმებიც ქართული კინოს კლასიკად იქცა, დაიბადა თბილისში, 1933 წლის 26 იანვარს. მას მიღებული აქვს საქართველოს (1979) და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის (1988) წოდება. 1976 წლიდან ის იყო საქართველოს რეჟისორთა კავშირის თავმჯდომარე. დედამისი - ნატო ვაჩნაძე - პირველი ქართული და საბჭოთა კინოს ვარსკვლავი იყო, მამამისი - ნიკოლოზ შენგელაია გამორჩეული რეჟისორი გახლდათ, რომელმაც გადაიღო ფილმები: „ელისო" და „ოცდაექვსი კომისარი".

ფილმოგრაფია:

1958 Legenda o ledyanom serdtse
1960 Snezhnaya skazka
1964 Tetri karavani
1965 Miqela
1968 Arachveulebrivi gamopena
1974 Sherekilebi
1977 Samanishvilis dedinatsvali
1983 Tsisperi mtebi anu daujerebeli ambavi
1994 Expres-Inpormatsia
1996 Dog Rose
2017 The Chair