არქივი → ფილმები → ხიბულა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2017

 

ხიბულა

ფერადი/99 წუთი

რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი, სცენარი: რულოვ იან მინებო, გიორგი ოვაშვილი, ოპერატორი: ენრიკო ლუჩიდი, მუსიკა: იოსებ ბარდანაშვილი. მონაწილეობენ: ჰოსეინ მაჰჯუბი, ქიშვარდ მანველიშვილი.

„ხიბულას" სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია, რომელიც მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია, მალევე, სამხედრო გადატრიალების შედეგად, დევნილობაში აღმოჩნდა. პრეზიდენტი ძალაუფლების აღსადგენად დაბრუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად მთებს შეაფარა თავი. ფილმი სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება. სიუჟეტი გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება და პრეზიდენტს, მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად, დასასრულისკენ მიაცილებს.

Producers:
George Ovashvili
Eike Goreczka
Christoph Kukula
Guillaume de Seille
Production:
Alamdary Film
42film
Arizona Productions
World Sales:
Pluto Film

 

გიორგი ოვაშვილი


გიორგი ოვაშვილმა დაამთავრა თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (1996) და ნიუ იორკის კინოაკადემიის კინორეჟისურის კურსი (სტუდია „იუნივერსალის" განყოფილება) (2006). მისი სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო დებიუტი „გაღმა ნაპირი" (2009) ნაჩვენები იყო 100-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე, 50-ზე მეტ ქვეყანაში და დაახლოებით 50 ჯილდო დაიმსახურა. მისი მეორე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „სიმინდის კუნძული" (2004) კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა და 2015 წელს ამერიკის კინოაკადემიის უცხოენოვანი ფილმების ნომინაციის შორთლისტში მოხვდა.


ფილმოგრაფია:
1997 Wagonette
2005 Eye level (Short)
2009 Gagma napiri
2014 Simindis kundzuli
2017 Khibula