არქივი → ფილმები → ჩემი ბედნიერი ოჯახი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2017

 

ჩემი ბედნიერი ოჯახი

ფერადი/120 წუთი

რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი, სცენარი: ნანა ექვთიმიშვილი, ოპერატორი: ტუდორ ვლადიმირ პანდურუ,
მონაჟი: შტეფან შტაბენოვი. მონაწილეობენ: ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე, ბერტა ხაფავა, ცისია ქუმსიშვილი, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, დიმიტრი ორაგველიძე, გოვენ ჭეიშვილი.

საქართველო, თბილისი. პატრიარქალური საზოგადოება და ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახი, სადაც სამი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ყველა შოკირებულია, როცა 52 წლის მანანა სახლიდან წასვლას და მშობლების, ქმრისა და შვილების გარეშე ცხოვრებას გადაწყვეტს. დგება დრო, როცა ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ხელახლა უნდა გაიცნონ.

Producer:
Simon Gross
Jonas Katzenstein
Maximilian Leo

Production:
An Augenschein Filmproduktion production
in co-production with: Polare Film, Arizona Prods., ZDF - Das kleine Fernsehspiel Film
World Sales:
Memento Films International

 

ნანა ექვთიმიშვილი


ნანა ექვთიმიშვილმა დაამთავრა პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოაკადემია, გერმანიაში, დრამატურგიისა და სცენარის განხრით. 2011 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დედა". 2012 წელს საქართველოში გადაიღო ფილმი „გრძელი ნათელი დღეები". ფილმმა 30 ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო კინოფესტივალებზე ფილმი ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს.

ფილმოგრაფია:

2006 Fata Morgana
2011 Deda - Waiting for Mum
2013 Grdzeli Nateli Dgeebi - In Bloom
2017 Chemi Bednieri Ojakhi - My Happy Family

 

სიმონ გროსი

სიმონ გროსმა დაამთავრა მიუნხენის კინოაკადემია. 2012 წელს, ნანა ექვთიმიშვილთან ერთად, საქართველოში გადაიღო ფილმი „გრძელი ნათელი დღეები". ფილმმა 30 ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო კინოფესტივალებზე ფილმი ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს.

ფილმოგრაფია:

2006 Fata Morgana
2011 Deda - Waiting for Mum 
2013 Grdzeli Nateli Dgeebi - In Bloom 
2017 Chemi Bednieri Ojakhi - My Happy Family