არქივი → ფილმები → 8 წუთი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2017

 

8 წუთი

ფერადი/13 წუთი

რეჟისორი: გიორგი გოგიჩაიშვილი, დავით აბრამიშვილი სცენარი: ზაზა კოშკაძე, მარი ბექური, გიორგი გოგიჩაიშვილი ოპერატორი: სანდრო დარახველიძე მონტაჟი: გიორგი გოგიჩაიშვილი მუსიკა: ზურა ვაჩნაძე მონაწილეობენ: სლავა ნათენაძე, ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე

მას შემდეგ, რაც ცნობილი ხდება, რომ მზე ჩაქრა და ზუსტად რვა წუთია დარჩენილი სინათლის უკანასკნელი სხივების ამოწურვამდე დედამიწაზე, მთელი სამყარო პანიკასა და ქაოსში იძირება. სამოც წელს მიტანებული, მარტოხელა და ცხოვრებაზე გულაცრუებული მამაკაცი, გია, ერთადერთია, ვისაც მოახლოებული აპოკალიფსი არ ადარდებს. ის მხოლოდ საკუთარ შვილს ურეკავს მოსაკითხად, რომელიც ექსპედიციაში იმყოფება საცოლესთან ერთად.

Executive Producer:
GegaKhamaladze
Producer:
Magda Datuashvili
Production:
Sibler Films
Co-Production:
Refresh Studio

 

დავით აბრამაშვილი

დავით აბრამიშვილი დაიბადა 1985 წლის 28 ივნისს, თბილისში. 2006 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. 2007 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ში რეჟისორად, 2011-2015 წლებში ინტერნეტ-ტელევიზია არტარეაში — რეჟისორად. 2015 წელს ის „გაეროს ქალების“ მულტიმედია პროექტშია ჩართული.

 

 

გიორგი გოგიჩაიშვილი

გიორგი გოგიჩაიშვილი დაიბადა თბილისში, 1984 წლის 13 მარტს. 2007 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 2008-2011 წლებში მუშაობდა თბილისის მერიაში, რეჟისორად; 2012-დან 2014 წლამდე — ინტერნეტ-ტელევიზია არტარეაში — გრაფიკოს დიზაინერად. ამჟამად ის Silber Films-ის რეჟისორია.