არქივი → ფილმები → სულისა და სხეულის შესახებ
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: გახსნის ფილმი
ქვეყანა: უნგრეთი 
წელი: 2017

 

სულისა და სხეულის შესახებ

ფერადი/116 წუთი

რეჟისორი: ილდიკო ენიედი სცენარი: ილდიკო ენიედი, ოპერატორი: მათე ჰერბაი, მონტაჟი: კაროლი სალაი. მონაწილეობენ: ალექსანდრა ბორბეი, გეზა მორჩანი, რეკა ტენკი, ზოლტან შნაიდერი, ერვინ ნადი, იტალა ბეკეში, თამაშ იორდანი, ევა ბატა, პალ მაჩაი.

კომპანიაში რუტინული ინტერვიუს დროს, ქალი ფსიქოლოგი აღმოაჩენს, რომ მარიას და ენდრეს ერთნაირი პერიოდული სიზმრები აქვთ. ისინი გაოცებული არიან, რადგან ამ ორმა ინტროვერტმა ადამიანმა არაფერი იცის ერთმანეთის შესახებ, სამსხურებრივი საკითხების გარდა. მეორე დღეს ისევ ამოწმებენ და მათ ისევ ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრათ წინა ღამეს. ისინი ისევ ადარებენ მათ სიზმრებს და თანდათან ცხადი ხდება, რომ ერთმანეთს საერთო სივრცეში ხვდებიან: მშვიდ, თოვლიან ტყეში, სადაც ისინი ლამაზ ირმებად გარდაიქმნებიან და ერთმანეთს ნაზად ეტრფიან.

Production:
INFORG - M&M FILM KFT
World Sales:
FILMS BOUTIQUE

ილდიკო ენიედი

ილდიკო ენიედიმ კარიერა დაიწყო, როგორც კონცეპტუალურმა და მედია არტისტმა. ის არტისტების ჯგუფების, „ინდიგოს" და „ბელა ბალაშის სტუდიის" წევრი იყო. ეს უკანასკნელი ერთადერთი დამოუკიდებელი კინოსტუდია იყო აღმოსავლეთ ევროპაში 1989 წლამდე. მოგვიანებით ფილმების გადაღება და სცენარების წერა დაიწყო. 1999 წელს გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა „სიმონ მოგვი" ლოკარნოს კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა, ხოლო 1997 წელს გადაღებულმა ფილმმა „ტამაში და იული" ბელფორტის კინოფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1979 Flirt: Hipnózis (Short)
1985 Vakond
1989 My Twentieth Century
1994 Magic Hunter
1995 A Gyár
1997 Tamas and Juli
1999 Simon, the Magician
2004 Európából Európába (Documentary short)
2008 Elsö szerelem (Short)
2012-2014 Terápia (TV Series)
2017 On Body and Soul