არქივი → ფილმები → საიქიო
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - უნგრეთი
ქვეყანა: უნგრეთი 
წელი: 2014

 

საიქიო

ფერადი/95 წუთი

რეჟისორი: ვირაგ ზომბორაცი, სცენარი: ვირაგ ზომბორაცი, ოპერატორი: გერგეი პოჰარნოკი, მონტაჟი: კაროი სალაი, მუსიკა: ადამ ბალაჟი, მონაწილეობენ: მარტონ კრიშტოფი, ლასლო გალფი, ესთერ ჩაკანი, ჟოლტ ანგერი, იოჟეფ დიაბრონკა,ჟოლტ კოვაჩი, საბოლჩ ტუროცი, გერგეი კოჩიში.

მას შემდეგ, რაც მოზესს თავისი ახლადგარდაცვლილი მკაცრი მამის აჩრდილი ეცხადება, მშიშარა და მერყევი ახალგაზრდა კაცი იძულებულია, ყველაფერს თვითონ გაუმკლავდეს: მან ბოლოსდაბოლოს უნდა მოაგვაროს მამასთან ურთიერთობა.
ვირაგ ზომბორაცის შთამბეჭდავი დებიუტი ჟანრების შესანიშნავი ნაზავია, სადაც გროტესკის ზღვარზე მყოფი იუმორისტული ეპიზოდები მაღალი დრამის ელემენტებითაა გაჯერებული.

Production:
KMH Film, ACTORS
World Sales
Hungarian National Film Fund Magyar Filmunio

ვირაგ ზომბორაცი

დაიბადა 1985 წლის 11 იანვარს ბუდაპეშტში (უნგრეთი). 2009 წელს მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი ბუდაპეშტის დრამის, კინოს და ტელევიზიის უნივერსიტეტიდან. 2010 წლიდან სწავლობდა მულტიმედიას ბუდაპეშტის მოჰოი ნადის სახელობის ხელოვნების და დიზაინის უნივერსიტეტში. არის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმების და ვიდეო არტ ნამუშევრების სცენარის ავტორი და რეჟისორი.

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2006 A macska szerepe a francia irodalomban (Short)
2007 Decameron 2007 (segment "Nyomtávváltás")
2010 Tekintet (Short)
2011 Valami kék (Short)
2013 Dipendenza (Short)
2014 Afterlife