არქივი → ფილმები → ქარიშხლების მხარეში
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - უნგრეთი
ქვეყანა: უნგრეთი /გერმანია
წელი: 2014

 

ქარიშხლების მხარეში

ფერადი/105 წუთი

რეჟისორი: ადამ ჩასი. სცენარი: ადამ ჩასი, ივან საბო. ოპერატორი: მარსელ რევი. მონტაჟი: თომაშ კოლანი, იულია ჰაკი. მუსიკა: ჩაბა კალოტაში. მონაწილეობენ: ანდრაშ შიუტე, ადამ ვარგა, სებასტიან უჟენდოვსკი, ენიკე ბერჩეკი, ლაიოშ ოტო ჰორვათი, უვე ლაუერი, კრიშტოფ ჰორვატი.

ჩვენი „მე"-ს ძიებას უცნობი ტერიტორიებისკენ მივყავართ - ყველაფერი იმისგან შორს, რაც ნაცნობია. საბოლჩი გერმანულ ფეხბურთის გუნდში თამაშობს, ბერნარდთან ერთად. ისინი ერთ ოთახში ცხოვრობენ და საუკეთესო, განუყრელი მეგობრები არიან. წაგებული მატჩი და უსიამოვნო კამათი საბოლჩს ცხოვრების გადასინჯვისკენ და უნგრეთში დაბრუნებისკენ და სიმარტივის ძიებისგენ უბიძგებს. მაგრამ მისი მარტოობა დიდხანს არ გრძელდება. შინ დაბრუნების შემდეგ, მალევე ხვდება არონს და ბიჭებს ერთმანეთი იზიდავს. ეს ხდება მაშინ, როცა საბოლჩს მოულოდნელად ბერნარდი ურეკავს, რომელიც უნგრეთში ჩავიდა..

Production:
Proton Cinema
World Sales:
Maren Kroymann

ადამ ჩასი

ადამ ჩასი დაიბადა უნგრეთში, 1978 წელს. დაამთავრა თეატრის და კინოხელოვნების უნივერსიტეტი 2010 წელს და ასევე, აქვს მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ენაში. მისმა პირველმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა „შვიდი დღე" და „მკრთალი დღეები" უნგრეთის კინოკვირეულზე ჯილდოები დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის და კრიტიკოსების პრიზი. მეორე ფილმი 2008 წელს ნაჩვენები იყო აუდიოვიზუალური პროგრამების საერთაშორისო ფესტივალზე. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ზეიმი" ვარშავის და ბრესტის კინოფესტივალებზე წარმოადგინეს 2010 წელს. ადამი რეკლამებსა და მუსიკალურ ვიდეოებზეც მუშაობდა.

 

 

 

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2004 1 hét (Short)
2005 Undorgrund (Short)
2008 Különös történetek (TV Series documentary) (2008-2009)
2008 Weak Days (Short)
2010 Éjszaka (Short)
2010 Ünnep (Short)
2014 Land of Storms