არქივი → ფილმები → ლიზა-მელაკუდა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - უნგრეთი
ქვეყანა: უნგრეთი 
წელი: 2015

 

ლიზა-მელაკუდა

ფერადი/98 წუთი

რეჟისორი: ადამ ჩასი. სცენარი: ადამ ჩასი, ივან საბო. ოპერატორი: მარსელ რევი. მონტაჟი: თომაშ კოლანი, იულია ჰაკი
მუსიკა: ჩაბა კალოტაში. ონაწილეობენ: ანდრაშ შიუტე, ადამ ვარგა, სებასტიან უჟენდოვსკი, ენიკე ბერჩეკი, ლაიოშ ოტო ჰორვათი, უვე ლაუერი, კრიშტოფ ჰორვატი.

 

 

იაპონურ ფოლკლორში ფერია მელაკუდები ბოროტი სულები არიანი, რომლებიც მამაკაცებს კლავენ. 30 წლის მედდა ლიზა სიყვარულს ეძებს, მაგრამ მისი უიღბლო თაყვანისმცემლები პაემანის პირველსავე დღეს იღუპებიან. უკანასკნელი 12 წლის მანძილზე, ლიზა ზრუნავს იაპონიის ყოფილი ელჩის ქვრივ მარტაზე. ლიზას ერთადერთი კომპანიონია მისი წარმოსახვითი მეგობარი - 1950-იანი წლების იაპონელი პოპ მომღერლის აჩრდილი - თომი ტანი. საკუთარ დაბადების დღეზე, ლიზა მიდის მეკ ბურგერსში, რომ ვინმე გაიცნოს. მის არყოფნაში მარტა იღუპება. ეჭვიანი ნათესავები ლიზას შესახებ პოლიციას აცნობებენ და მარტას მკვლელობას აბრალებენ, იმ მოტივით, თითქოს ლიზას მისი ბინის ხელში ჩაგდება უნდოდა. სერჟანტ ზოლტანს საქმის წარმოება დაევალება. პოლიციელი ბინას ლიზასგან იქირავებს, რომ ეჭვმიტანილს თვალი ადევნოს. ზოლტანს თანდათან შეუყვარდება ლიზა.

Production:
Filmteam
World Sales:
Hungarian National Film Fund

კაროი უი მესაროში

დაახლოებით უკანასკნელ ათ წელიწადში კაროი უი მესაროშს (1968) გადაღებული აქვს 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელთაც ათეულობით პრიზი აქვს აღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, გადაღებული აქვს 200-ზე მეტი რეკლამა და თეატრალური დადგმა. მას ეკონომიკური განათლება აქვს მიღებული. „ლიზა, მელაკუდა" უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო.

 

 

 

ფილმოგრაფია:

2003 Gumiember (Short)
2004 A ház (Short)
2005 Ök (Short)
2005 Palika leviszi a szemetet (Short)
2007 3 (történet a szerelemröl) (Short)
2008 Alena's Journey (Short)
2015 Liza the Fox-Fairy