არქივი → ფილმები → მოქალაქე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - უნგრეთი
ქვეყანა: უნგრეთი 
წელი: 2016

 

მოქალაქე

ფერადი/110 წუთი

რეჟისორი: როლანდ ვრანიკი. სცენარი: როლანდ ვრანიკი, ივან საბო. ოპერატორი: იმრე იუჰასი. მონტაჟი: ლილი მაკი. მუსიკა: შაბა კოლოტაში. მონაწილეობენ: აგი მარი, მარცელუ ქეიკ-ბალი, არგავან შექარი.

 

ფილმი „მოქალაქე" მოგვითხრობს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ, სიყვარულისა და დევნილობის პირობებში. ფილმი, მინიმალისტურად, წარმოგვიდგენს თანამედროვე ბუდაპეშტში მცხოვრები სამი ადამიანის დრამას და კონცენტრირებულია ამბავსა და მსახიობებზე. მართალია, ფილმი დრამაა, მაგრამ მას არც იუმორი აკლია.

Production:
Popfilm
World Sales:
Hungarian National Film Fund

როლანდ ვრანიკი

როლანდ ვრანიკი დაიბადა 1968 წელს ბუდაპეშტში. 1987 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე სადიპლომო, მოკლემეტრაჟიან ფილმზე და ეროვნულ თუ საერთაშორისო მხატვრულ ფილმებზე მუშაობდა. შემდეგ, ის ნიდერლანდებში მოღვაწეობდა. მას, ასევე, გადაღებული აქვს დაახლოებით 30 სარეკლამო რგოლი და მუსიკალური ვიდეო, სანამ თავის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს „შავი ფუნჯი" დაასრულებდა. მისმა პირველმა ფილმმა უნგრული კინოს კვირეულზე საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ოპერატორის და საუკეთესო პროდიუსერისთვის განკუთვნილი ფილმები მიიღო.

 

 

 

ფილმოგრაფია:

2000 Dominátor 2000 (Short)
2005 Black Brush
2009 Transmission
2016 Az állampolgár