არქივი → ფილმები → სავლეს ვაჟი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - უნგრეთი
ქვეყანა: უნგრეთი 
წელი: 2015

 

სავლეს ვაჟი

ფერადი/107 წუთი

რეჟისორი: ლასლო ნემეში. სცენარი: კლარა როიერი, ლასლო ნემეში. ოპერატორი: მათიას ერდელი. მონტაჟი: მატიო ტაპონიე. მუსიკა: ლასლო მელისი. მონაწილეობენ: გეზა რიორიგი, ლევენტე მოლნარი, ურს რეჰნი, თოდ შარმონი, შანდორ ჟოტერი, მარცინ ჩერნიკი, იერჟი ვალცაკი, უვე ლაუერი, ქრისტიან ჰარტინგი, კამილ დობროვლსკი, ამიტაი კედარი.

 

სავლე აუსლენდერი ებრაელ ტყვეთა ჯგუფის, ზონდერკომანდოს უნგრელი წევრია, რომელიც ჩამოცილებულია ბანაკს და იძულებულია, ნაცისტებთან ერთად, მასშტაბური განადგურების პროცესში ჩაებას. ერთ-ერთ კრემატორიუმში მუშაობისას, ის ახალგაზრდა ბიჭის სხეულს აღმოაჩენს, რომელიც საკუთარ ვაჟს აგონებს. ის არჩევანის წინაშე დგება: მონაწილეობა მიიღოს პატიმრების მიერ დაგეგმილ საიდუმლო ამბოხში თუ ბავშვისთვის შესაფერისი ებრაული დაკრძალვა უზრუნველყოს.

Production:
Laokoon Filmgroup, Hungarian National Film Fund
World Sales:
Films Distribution

ლასლო ნემეში

ლასლო ნემეში უნგრელი რეჟისორი და სცენარისტია. მისი 2015 წლის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სავლეს ვაჟი" კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე იყო წარდგენილი, სადაც ფილმმა გრან-პრი მოიპოვა. ნემეში პირველი უნგრელი რეჟისორია, რომლის ფილმმაც ოქროს გლობუსი დაიმსახურა, როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა ფილმაა. „სავლეს ვაჟი" მეორე უნგრული ფილმია, რომელმაც კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მიიღო.

 

ფილმოგრაფია:

2007 With a Little Patience (Short)
2008 The Counterpart (Short)
2010 The Gentleman Takes His Leave (Short)
2015 Son of Saul (as Nemes László)