არქივი → ფილმები → 1945
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - უნგრეთი
ქვეყანა: უნგრეთი 
წელი: 2017

 

1945

შავ-თეთრი/91 წუთი

რეჟისორი: ფერენც ტიოროკი. სცენარი: გაბორ ტ. სანტო, ფერენც ტიოროკი. ოპერატორი: ელემერ რაგალი. მონტაჟი: ბელა ბარში. მუსიკა: ტიბორ სემზო. მონაწილეობენ: პეტერ რუდოლფი, ბენცე ტოშნადი, ტომაშ საბო კიმელი, დორა სტარენკი, აგი სირტეში, იუჟეფ სორვოში, ესტერ ნად-კალუზი, ივან ანჯელუსი.

 

1945 წლის აგვისტოს პაპანაქებაში სოფლის მცხოვრებლები ქალაქის საბჭოს ჩინოვნიკის შვილის ქორწილისთვის ემზადებიან. ამასობაში, ორი ორთოდოქსი ებრაელი ჩადის სოფელის მატარებლის სადგურზე, რომელთაც თან აქვთ იდუმალებით მოცული ყუთები, წარწერით: „სურნელები". სოფლის ჩინოვნიკი შიშობს, რომ ეს კაცები შეიძლება სოფლიდან გაძევებული ებრაელების შთამომავლები იყვნენ და ფიქრობს, რომ ისინი წინაპრებისთვის უსამართლოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგეს.

Production:
Katapult Film
World sales:
HNFF

ფერენც ტიოროკი


დაიბადა 1971 წელს, ბუდაპეშტში. ბუდაპეშტის მერიამ დააჯილდოვა Pro Cultura Urbis-ის ჯილდოთი. 2007 წლიდან ევროპული კინოაკადემიის წევრია. 2008 წელს დააჯილდოვეს ბელა ბალაჟის სახელობის პრემიით, უნგრული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

 

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1999 Tranzit
2001 Moscow Square
2004 Eastern Sugar
2005 A Pál utcai fiúk (TV Movie)
2007 Overnight
2009 Koccanás (TV Movie)
2010 Apacsok (TV Movie)
2011 Isztambul
2012 Magyarország 2011
2013 Brigád (Short)
2014 No Man's Island
2017 1945