არქივი → ფილმები → იუპიტერის მთვარე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - უნგრეთი
ქვეყანა: უნგრეთი /გერმანია
წელი: 2017

 

იუპიტერის მთვარე

ფერადი/123 წუთი

რეჟისორი: კორნელ მუნდრუცო. სცენარი: კატა ვებერი. ოპერატორი: მარცელ რევი. მონტაჟი: დავიდ იანჩო. მუსიკა: იედ კურზელი. მონაწილეობენ: მერაბ ნინიძე, ჟომბორ იეგერი, დიორდ ჩერჰალმი, მონი ბალაში.

 

შიშით შეპყრობილ და შოკში ჩავარდნილ დაჭრილ არიანს ახლა უკვე ჰაერში აწევა საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია. დევნილთა ბანაკში მოხვედრილი არიანი ცინიკოს ექიმ შტერნს გამოყავს იმ განზრახვით, რომ მისი უჩვეულო საიდუმლოს შესახებ მეტის შეტყობას შეძლებს. ბანაკიდან გამოქცეულებს დირექტორი - ლასლო დაედევნება. ისინი გარბიან თავშესაფრის და ფულის ძიებაში.

Production:
KNM, Match Factory Productions, Proton Cinema
World Sales:
The Match Factory

კორნელ მუნდრუცო

კორნელ მუნდრუცო უნგრელი სცენარისტი, კინოს და თეატრის რეჟისორი, Proton Cinema-ს და Proton Theatre-ს დამფუძნებელია. „იუპიტერის მთვარე" მისი მეხუთე ფილმია, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა. მანამდე მან წარადგინა ფილმები: „იოჰანა", „დელტა", „მორჩილი ვაჟი" და „თეთრი ღმერთი", რომელმაც 2014 წელს განსაკუთრებული ხედვისთვის ჯილდო დაიმსახურა.

 

 

ფილმოგრაფია:

2000 Nincsen Nekem Vágyam Semmi
2002 Pleasant Days (Szép Napok)
2005 Johanna
2008 Delta
2010 Tender Son - the frankenstein project
2014 White God (Feher Isten)
2017 Jupiter‘s Moon (Jupiter Holdja)