არქივი → ფილმები → ახალგაზრდა გოდარი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ფრანგული კოლექცია
ქვეყანა: იტალია /საფრანგეთი /მიანმარი
წელი: 2017

 

ახალგაზრდა გოდარი

ფერადი/107 წუთი

რეჟისორი: მიშელ ჰაზანავიჩუსი. სცენარი: ან ვიაზემსკი, მიშელ ჰაზანავიჩუსი. ოპერატორი: გიომ შიფმანი. მონტაჟი: ან-სოფი ბიონი, მიშელ ჰაზანავიჩუსი. მონაწილეობენ: ლუი გარელი, სთეისი მარტინი, ბერენის ბეჟო, მიშა ლეკოტი, გრეგორი გადებუა, ფელიქს კისილი.

 

პარიზი, 1967. თავისი თაობის ყველაზე სახელგანთქმული რეჟისორი ჟან-ლიუკ გოდარი იღებს ფილმს „ჩინელი", მისი საყვარელი ქალის, 20 წლით მასზე უმცროსი ან ვიაზემსკის მონაწილეობით. ბედნიერი და მიმზიდველი წყვილი ქორწინდება. მაგრამ ფილმზე რეაქცია ჟან-ლიუკს საკუთარი თავის ანალიზისკენ უბიძგებს. 1968 წლის მაისის მოვლენები გააძლიერებს ამ პროცესს და კრიზისი, რომელიც ჟან-ლიუკს თავს დაატყდება, მნიშვნელოვნად შეცვლის მას და ის ვარსკვლავი რეჟისორიდან მაოისტ აუტსაიდერ არტისტად იქცევა.

Production:
Les Compagnons du Cinéma, La Classe Américaine, France 3 Cinéma
International Sales:
Wild Bunch

მიშელ ჰაზანავიჩუსი

მიშელ ჰაზანავიჩუსი დაიბადა და გაიზარდა პარიზში (საფრანგეთი). ის სწავლობდა ხელოვნების სკოლაში და შემდეგ რეკლამების და ტელეპროექტების რეჟისორად მუშაობა დაიწყო. რეჟისორი საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც, პრაქტიკულად, მუნჯი ფილმი „არტისტი" (2011) გადაიღო, რომელშიც მისი ცოლი, ბერენის ბეჟო და ჟან დიუჟარდენი მონაწილეობდნენ. ფილმს კრიტიკოსების მაღალი შეფასება მოყვა და პოპულარულ ჰიტად იქცა, რომელმაც ბევრი მნიშვნელოვანი ნომინაცია და ჯილდო მოიპოვა.

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1992 Ca détourne (TV Movie)
1992 Derrick contre Superman (TV Short)
1993 La classe américaine (TV Movie)
1994 C'est pas le 20 heures (TV Series)
1996 Les films qui sortent le lendemain dans les salles de cinéma (TV Series documentary)
1997 Echec au capital (Short)
1999 Mes amis
2006 OSS 117: Cairo, Nest of Spies
2009 OSS 117: Lost in Rio
2011/I The Artist
2012 Gamoustcorebeli meqaltaneebi (segment "La bonne conscience")
2014/III The Search
2017 Redoubtable