არქივი → ფილმები → ჩამბრა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: იტალია /აშშ /საფრანგეთი /შვედეთი
წელი: 2017

 

ჩამბრა

ფერადი/120 წუთი

რეჟისორი: იონას კარპინიანო. სცენარი: იონას კარპინიანო. ოპერატორი: თიმ კერტინი. მონტაჟი: აფონსო გონსალვესი. მუსიკა: დენ რომერი. მონაწილეობენ: პიო ამატო, კუდუს ზეიჰონი, იოლანდა ამატო, დამიანო ამატო.

 

ფილმში, პატარა ბოშების დასახლებაში, კალაბრიაში, პიო ამატოს ერთი სული აქვს, როდის გახდება ზრდასრული. 14 წლის ასაკში ის სვამს, ეწევა და იმ მცირეთაგან ერთ-ერთია, ვინც იოლად ახერხებს საერთო ენის გამონახვას ადგილობრივ იტალიელებთამ, აფრიკელ ემიგრანტებსა და მშობლიურ ბოშებთან. პიო სულ თან დაყვება უფროს ძმას, კოზიმოს და მათი მშობლიური ქალაქის ქუჩებში ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს ითვისებს. როდესაც კოზიმო უკვალოდ ქრება და ვითარება იძაბება, პიო მზად არის დაამტკიცოს, რომ შეუძლია ძმის ადგილის დაკავება. სწორედ ამ დროს უნდა გადაწყვიტოს, მართლაც მზადაა თუ არა, რომ სრულწლოვან მამაკაცად იქცეს.

Production:
Stayblack Productions, RT Features, Sikelia Productions, Rai Cinema
World Sales:
LUXBOX

იონას კარპინიანო

იონას კარპინიანომ ბავშვობა გაატარა რომსა და ნიუ იორკს შორის. ფილმების გადაღება დაიწყო უესლის უნივერსიტეტში სწავლის დროს. სწავლის დასრულების შემდეგ, იტალიასა და აშშ-ში გადასაღებ მოედნებზე მუშაობდა. მისი ფილმები მთელ მსოფლიოში იყო ნაჩვენები და მიღებული აქვს ჯილდოები კანში, ვენეციასა და სანდენსზე. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „ხმელთაშუა ზღვისპირეთი" დებიუტი შედგა კანის კინოფესტივალზე, კრიტიკოსთა კვირეულზე და შემდეგ, 2015 წელს, მისი ნამუშევარი ამერიკის კინოკრიტიკოსთა ეროვნულმა საბჭომ საუკეთესო სარეჟისორო დებიუტად აღიარა.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2017 A Ciambra
2015 Mediterranea
2014 A Ciambra (Short)
2012 A Chjàna (Short)
2011 Bayou Black (Short)
2010 Resurrection Man (Short)
2006 La casa d'Argento Bava (Short)