არქივი → ფილმები → თვინიერი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: საფრანგეთი /გერმანია /ლიტვა /ნიდერლანდები
წელი: 2017

 

თვინიერი

ფერადი/143 წუთი

რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა. სცენარი: სერგეი ლოზნიცა. ოპერატორი: ოლეგ მუთუ. მონტაჟი: დანიელიუს კოკანაუსკის. მონაწილეობენ: ვასილინა მაკოვცევა, ვალერიუ ანდრიუტა, სერგეი კოლესოვი, დიმიტრი ბიკოვსკი.

ქალი რუსეთის სოფლის განაპირას მარტო ცხოვრობს. ერთ დღეს მიიღებს ამანათს, რომელიც მან თავის დაპატიმრებულ ქმარს გაუგზავნა, წარწერით: „დაუბრუნდეს გამგზავნს". შეშინებულ და დაბნეულ ქალს სხვა გზა არ აქვს, უნდა წავიდეს ციხეში, ქვეყნის შორეულ რეგიონში და გაიგოს, რა მოხდა. ასე იწყება აუღებელი ციხესიმაგრის - ციხის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია, სადაც საზოგადოებისადმი მტრულად განწყობილი ძალები ყოველთვის პოულობენ თავის ადგილს.

Production:
Slot Machine
World Sales:
Eva Diederix

სერგეი ლოზნიცა

დაიბადა 1964 წელს, გაიზარდა კიევში. 1997 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინოინსტიტუტი მოსკოვში, სადაც მხატვრული ფილმის რეჟისურას სწავლობდა. 1996 წლიდან გადაღებული აქვს 16 დოკუმენტური ფილმი და მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო. 2010 წელს ლოზნიცამ პირველი მხატვრული ფილმი „ჩემი სიხარული" გადაიღო, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა. მას მოყვა ფილმი „ნისლში", რომლის პრემიერაც, ასევე, კანის კინოფესტივალზე, 2012 წელს შედგა და რომლისთვისაც FIPRESCI-ის ჯილდო დაიმსახურა.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1996 Today We Are Going to Build a House (documentary)
1998 Life, Autumn (documentary)
2000 The Train Stop (documentary)
2001 Settlement (documentary)
2002 Portrait (documentary)
2003 Landscape (documentary)
2004 Factory (documentary)
2005 Blockade (documentary)
2006 Artel (documentary)
2008 Northern Light (documentary)
2008 Revue (documentary)
2010 My Joy (feature)
2012 In the Fog (feature)
2012 O Milagre de Santo António (documentary)
2013 Letter (documentary)
2014 Maidan (documentary)
2014 Reflections/Bridges of Sarajevo (documentary)
2014 The Old Jewish Cemetery (documentary)
2015 The Event (documentary)
2016 Austerlitz (documentary)
2017 A Gentle Creature