არქივი → ფილმები → განდევნილები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: ლატვია 
წელი: 2016

 

განდევნილები

ფერადი/100 წუთი

რეჟისორი: დავის სიმანისი. სცენარი: დავის სიმანისი. ოპერატორი: ანდრეის რუძატსი. მონტაჟი: დანიელიუს კოკანაუსკისი. მუსიკა: ანდრის ძენიტისი. მონაწილეობენ: ულრიხ მათესი, აგნესე ცირულე, ლეონიდს ლენცი, ტომს ლიეპაინიეკსი, პეტერის ლიეპინსი, დიმიტრის იალდოვსი, მარინა იანაუსი.

პირველი მსოფლიო ომის უკანასკნელი წელი. გერმანული ჯარის სამხედრო ექიმი ულრიხი ბრძოლის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების მქონე, გამოჯანმრთელების პირას მყოფი პაციენტების მოსანახულებლად მიდის. მისი ცივი, რაციონალური გონებისთვის ეს უცნაური სამყარო, სადაც სინამდვილე უფრო გავს გამონაგონს, ძალიან მიმზიდველი ხდება. იქაურობის გარდაქმნის უნაყოფო მცდელობა და იდუმალებით მოცული ველური ბიჭით განსაკუთრებით დაინტერესება ულრიხს ჭეშმარიტი „მე"-ს პოვნამდე მიყავს.

Production:
Locomotive Productions, Studio Uljana Kim
World Sales:
Reel Suspects

დავის სიმანისი


დავის სიმანისი ცნობილი კინორეჟისორი და თავისი თაობის თეორეტიკოსია. გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, რომლებიც სხვადასხვა მნიშველოვან კინოფესტივალზე მონაწილეობდა, მაგალითად, „Valkyrie Limited" (2009), „ბგერები მზის ქვეშ" (2010). „განდევნილი" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

ფილმოგრაფია:

2006 Version.LNO
2009 Valkyrie Limited
2010 Pasaules skana
2012 Chronicles of the Last Temple
2014 Escaping Riga
2016 Exiled