არქივი → ფილმები → ყინვა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: ლიტვა /საფრანგეთი /პოლონეთი /უკრაინა
წელი: 2017

 

ყინვა

ფერადი/130 წუთი

რეჟისორი: შარუნას ბარტასი. სცენარი: შარუნას ბარტასი, ანა კოენ იანაი. ოპერატორი: ეიტვიდას დოსკუსი. მონტაჟი: დუნია სიჩოვი. მუსიკა: პაველ მიკიეტინი. მონაწილეობენ: მანტას იანჩაუსკასი, ლია მაკნავიჩიუტე, ანჯეი ხირა, ვანესა პარადი.

 

ახალგაზრდა ლიტველი წყვილი - როკასი და ინგა გადაწყვეტენ, რომ როგორც მოახლისეებმა, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კონტეინერი უკრაინაში ჩაიტანონ. მაგრამ გეგმები იცვლება და ისინი ბედის ანაბარა აღმოჩნდებიან. ისინი გადაკვეთენ დონბასის უზარმაზარ თოვლიან მხარეს, მოკავშირეების და თავშესაფრის ძიებაში და გზადაგზა ომისგან დაზარალებული ადამიანების ცხოვრების თვითმხილველები ხდებიან. საფრთხის მიუხედავად, ისინი ფრონტის წინა ხაზს უახლოვდებიან და, იმავდროულად, კიდევ უფრო ახლობელი ადამიანები ხდებიან ერთმანეთისთვის, რადგან აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს ომის პირობებში ცხოვრება.

Production:
Studija Kinema, KinoElektron, Insight Media / Tato Film, Donten &
Lacroix Films, KNM
World sales:
LUXBOX

შარუნას ბარტასი


დაიბადა 1964 წელს, შაულიაიში (ლიტვა). დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტი. 1989 წელს დააფუძნა სტუდია „კინემა" - პირველი დამოუკიდებელი სტუდია ლიტვაში. რეჟისორის ნამუშევრებს თავიდანვე კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება მოყვა. ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა „სამი დღე", „კორიდორი", „რამდენიმე ჩვენგანი", „მშვიდობა ჩვენდა ჩვენს ოცნებებში", რომლებიც დახვეწილი ესთეტიკით გამოირჩევა. ამავე გზას აგრძელებს მისი ბოლო ნამუშევარიც „ყინვა".

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1990 In the Memory of a Day Gone by (doc)
1991 Trys Dienos - Berlinale
1995 Koridorius
1996 Few of Us - Un Certain Regard, Cannes
1997 The House - Un Certain Regard, Cannes
2000 Freedom - Venise International Vilm Festival
2004 Children Loose Nothing
2005 Seven Invisible Men - Directors' Fortnight
2010 Indigène d'Eurasie - Berlinale
2015 Peace to Us in Our Dreams - Directors' Fortnight
2017 Frost