არქივი → ფილმები → ჰანა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: იტალია /საფრანგეთი /ბელგია
წელი: 2017

 

ჰანა

ფერადი/95 წუთი

რეჟისორი: ანდრეა პალაორო. სცენარი: ანდრეა პალაორო, ორლანდო ტირადო. ოპერატორი: ჩეიზი ირვინი. მონტაჟი: პაოლა ფრედი. მუსიკა: მიკელინო ბისჩელია. მონაწილეობენ: შარლოტ რემპლინგი, ანდრე უილმსი, სტეფანი ვან ვივე, სიმონ ბიშოპი, ჟან-მიშელ ბალთაზარი, ფატუ ტრაორე.

 

„ჰანა" სიღრმისეული პორტრეტია ქალის, რომელმაც იდენტობა დაკარგა, ვინაიდან უარყოფასა და სინამდვილეს შორის ირყევა. ქმრის დაპატიმრების შემდეგ მარტო დარჩენილი ჰანა ცდილობს შეებრძოლოს ბედს და სწორედ მაშინ ვლინდება მისი პიროვნება. მის დამსხვრეულ იდენტობასა და თვითკონტროლის დაკარგვაზე დაკვირვების შედეგად, ფილმი თანამედროვე სამყაროში გაუცხოების, კავშირის ძიების და თვითიდენტობას, პიროვნულ ურთიერთობებსა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას შორის ზღვარის შესახებ გვიამბობს.

Production:
Partner Media Investment, To Be Continued, Lorand Entertainment
World Sales:
TF1 Studio

ანდრეა პალაორო


დაიბადა 1982 წელს, ტრენტოში (იტალია). მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი კინორეჟისურაში კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტისგან და ბაკალავრის ხარისხი - ჰემფშირის კოლეჯისგან. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მედეასის" (2013) პრემიერა ვენეციის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში - მარაკეშის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სერგო ფარაჯანოვის სახელობის ჯილდო გამორჩეული პოეტური ხედვისთვის - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2017 Hannah
2013 Medeas
2008 Wunderkammer (Short)