არქივი → ფილმები → ცეცხლის ალში
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: თურქეთი 
წელი: 2017

 

ცეცხლის ალში

ფერადი/94 წუთი

რეჟისორი: ჯეილან ოზგუნ ოზჩელიკი. სცენარი: ჯეილან ოზგუნ ოზჩელიკი. ოპერატორი: რადეკ ლადჩუკი. მონტაჟი: აჰმეთ ჯან ჩაკირჯა. მუსიკა: ეკინ ფილი. მონაწილეობენ: ალგი ეკე, ოზგურ ჯევიკი, კადირ ჯერმიკი, ბონჯუკ ილმაზი, სელენ უჩარი, იპეკ ტიურკტან კაინაკი, ასიე დინჩზოი, კერემ კუპაჯი.

მისი კოშმარი სინამდვილეა და სინამდვილე - კოშმარია. ჰასრეთს მუდმივად ერთი და იგივე კოშმარული სიზმარი ესიზმრება რომლიდანაც თავს აღწევს ყოველ დილას. მაგრამ ის, რასაც ყოველღამე განიცდის, გამონაგონი კი არ არის, არამედ მოგონებებია. ერთ დღეს, როდესაც სამსახურიდან - ახალი ამბების არხიდან - შინ, მშობლების მიერ დატოვებულ ბინაში ბრუნდება, თანდათან სულ უფრო მძაფრად ისმის შეკითხვა: მისი მშობლები, ოცი წლის წინ, ნამდვილად ავტოავარიაში დაიღუპნენ თუ არა?

Production:
EHY Film, Filmada, IFP Istanbul Film Productions
World Sales:
m-appeal

ჯეილან ოზგუნ ოზჩელიკი


დაიბადა 1980 წელს, რიზეში (თურქეთი). გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებიც ნაჩვენები იყო რამდენიმე კინოფესტივალზე, მათ შორის ბრატისლავის არტ ფილმების ფესტივალსა და ფესტროიაზე. მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის „აალება" პრემიერა ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე, პროგრამა „პანორამის" ფარგლებში შედგა.

 

 

ფილმოგრაფია:

2011 Adil ya da Degil (Short)
2017 7YUZ (TV Series)
2017 Inflame